logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვალერი ჩეხერია: UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრობით შევძლებთ მსოფლიოს კიდევ უფრო ბევრ ქვეყანას ვუთხრათ, რომ საქართველო მზად არის ახალი ტურისტების მისაღებად
ვალერი ჩეხერია: UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრობით შევძლებთ მსოფლიოს კიდევ უფრო ბევრ ქვეყანას ვუთხრათ, რომ საქართველო მზად არის ახალი ტურისტების მისაღებად
11:58 06.06.2021
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო ბევრ ქვეყანას გავაცნოთ ჩვენი შესაძლებლობები და გაგვიჩნდეს კიდევ უფრო ბევრი ახალი მიმართულება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის კონსულტანტმა ვალერი ჩეხერიამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენი თანამემამულე ზურაბ პოლოლიკაშვილი ხელმძღვანელობს, ძალიან გავლენიანი ორგანიზაციაა და განიხილავს იმ პრობლემებს, გამოწვევებს, რომელიც მსოფლიო ტურიზმს ახლავს და ამ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს.

„ის, რომ საქართველო იქნება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს წევრი, ყველაზე დიდი პრესტიჟი და წარმატებაა ჩვენთვის. გაგვიჩნდება ძალიან ბევრი ახალი მიმართულება, მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ გავაცნოთ მსოფლიოს ბევრ ქვეყანას საქართველო და ვუთხრათ, რომ საქართველო მზად არის ახალი ტურისტების მისაღებად. ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ძალიან აქტიურად ჩაერთვება იმ დღის წესრიგის განსაზღვრაში, რომელსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აწესებს და მოგვეცემა შესაძლებლობა, ერთ-ერთმა პირველებმა ვიცოდეთ ის გეგმები, ის სტანდარტები, ის ახალი გამოწვევები, რომელზეც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ყოველდღიურად მუშაობს. ამასთან კიდევ უფრო მეტი ქვეყანა და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს საქართველოს შესახებ", - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 4 წლის ვადით გახდა. არჩევნები საბერძნეთში, ქალაქ ათენში ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 35 სახელმწიფოდან საქართველოს 23-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა