logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მარიამ ქვრივიშვილი: გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგიის შემუშავების პროცესში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება
მარიამ ქვრივიშვილი: გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგიის შემუშავების პროცესში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება
12:49 01.06.2021
„რა თქმა უნდა, ქვეყანას სჭირდება ავიაციის დარგის განვითარების კონკრეტული ხედვა და გეგმა. მე არ ვიტყოდი, რომ ის არ არის, რა თქმა უნდა, ადგილზეა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც იქნება გაცხადებული როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში".


მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგიის შემუშავების პროცესში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა იქნება უმნიშვნელოვანესი. როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, ეს არის ორმხრვი თანამშრომლობის პროცესი, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს კერძო სექტორის ხედვები და საბოლოო ჯამში, მიღწეულ იქნას, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის ხედვები ერთმანეთს ემთხვეოდეს, რადგან ეს საერთო ინტერესებია. „არ წარმომიდგენია, სახელმწიფომ შეიმუშაოს ნებისმიერი ინდუსტრიის გრძელვადიანი, ან თუნდაც მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა და ამ გეგმის შემუშავების ნაწილი არ იყოს კერძო სექტორი", - აღნიშნა მან.


ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყნის გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგია არის ერთგვარი გარანტია ამ ინდუსტრიაში პოტენციური ინვესტორებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რადგან ეს არის მკაფიო და ნათელი გზა, თუ რისკენ ისწრაფვის ქვეყანა კონკრეტული ინდუსტრიის განვითარების კუთხით.


„ჩვენ დიდი მზაობა გვაქვს, რომ მოხდეს საავიაციო პოლიტიკის, გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ამ პროცესში დიდია კერძო სექტორის როლი. მათ შორის ჩვენ შიგნით გვაქვს მსჯელობა, რომ ამ პროექტის ფარგლებში ცალკე ასევე შემუშავდეს აეროპორტების განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ჩვენ უკვე გვაქვს საუბრები სტრატეგიულ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მათი დახმარებით სწრაფად მოხდეს ამ პროექტზე მუშაობის დაწყება. ავიაციაზე საუბრისას უნდა გვესმოდეს, რომ ავიაცია არცერთი, მათ შორის არც ჩვენი ქვეყნისთვის არ არის ცალკე მდგომი სექტორი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ, რომ უნდა შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც მოემსახურება გრძელვადიან გეგმას და აღსრულება მოხდება სტრატეგიის ფარგლებში, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე და რა თქმა, უნდა, თავად ტრანსპორტის სექტორზე. და ეს იქნება პირდაპირ გადმოთარგმნილი იმ შემოსავლებში, რასაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე მიიღებს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ სექტორების განვითარების ახალ იდეებში იგულისხმება ასევე სტრუქტურული ცვლილებები, თავად უწყებების გაძლიერება. „იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ უფრო მეტად ქმედითუნარიანი და ჩვენი შედეგები იყოს დათვლადი, ხელშესახები და რა თქმა უნდა, კერძო სექტორთან კოორდინირებული", - აღნიშნა მან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა