logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა საქართველოს ICT ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ნათია თურნავა საქართველოს ICT ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
12:31 01.06.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს ICT ახლადშექმნილი ასოციაციის წევრებს შეხვდა და მათთან ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარებაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება, რასაც ხელი შეუწყო ქვეყნის მთავრობის მიერ მიღებულმა მთელმა რიგმა გადაწყვეტილებებმა. ერთ-ერთ ასეთი მაგალითად, ნათია თურნავამ მოიყვანა სპეციალური საგადასახადო რეჟიმი, რომელიც გავრცელდა სექტორის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც „საერთაშორისო კომპანიის" სტატუსს აკმაყოფილებენ. მინისტრის განცხადებით, ასეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ICT სექტორში მუშაობენ და მომსახურებას ექსპორტზე აწვდიან, არსებობს დაბალი გადასახადები.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ICT ინდუსტრია დგას, ასევე განვითარების პერსპექტივებზე, განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც სექტორის სერვისებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გააქტიურდა. „ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ICT ერთ-ერთი ის დარგია, რომელიც სხვა მწარმოებლურ სექტორებთან ერთად გახდება ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი ჩვენი ქვეყნიდან," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, რომელიც ხელს შეუწყობს ICT სექტორის განვითარებას.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა