logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ეკონომიკაში ასეთი დადებითი მუხტის ერთ-ერთ საწინდარი პოლიტიკური სტაბილურობაა
ნათია თურნავა: ეკონომიკაში ასეთი დადებითი მუხტის ერთ-ერთ საწინდარი პოლიტიკური სტაბილურობაა
17:55 31.05.2021
„საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მაჩვენებელების შეფასებისას ეკონომიკის მინისტრმა ის ფაქტორები განმარტა, რომლებმაც აპრილის თვეში ისტორიული, ნახტომისებური მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია.

„პირველი და უმთავრესი, ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა - ბოლოდროინდელი კვლევებიც მეტყველებს, რომ როდესაც ბიზნესი აფასებს სამომავლო გეგმებს და ინვესტიციებს იმისთვის, რომ მას ჰქონდეს ეკონომიკის, მთავრობის ნაბიჯების, ინვესტიციების განხორციელების მიმართ მეტი ნდობა, აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც გამყარდა ჩვენი გუნდის ძალისხმევის შედეგად, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების დახმარებით და მთლიანად, საზოგადოებაში ჯანსაღი აზრის გამარჯვების შედეგად. ეს არის არის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი, რატომაც გაჩნდა ეკონომიკაში ასეთი დადებითი მუხტი და ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად სწორი იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეული გადაწყვეტილება, რომელმაც მოიტანა პოლიტიკური სტაბილურობა - დაწყებული იმ ნაბიჯებით, რომელმაც განამტკიცა მართლმსაჯულება, კანონი და დამთავრებული იმ კომპრომისით, რომელიც ევროპული ღირებულებების ერთგულებაზე მეტყველებს და ამან ბოლოს მოიტანა ის, რომ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას ვუბრუნდებით" - განაცხადა ნათია თურნავამ.

პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე რეფორმებს, რომლებიც გრძელდება და მიუხედავად პანდემიისა, არ შენელებულა. მათ შორის ნათია თურნავამ დაასახელა მსხვილი ეკონომიკური პროექტები, ასევე სახელმწიფო დახმარების პროგრამები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე განხორციელდა. მინისტრის ინფორმაციით, მხოლოდ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ბოლო წელიწადნახევარში განხორციელებული პროგრამების მიხედვით, 610 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის დაგენერირება მოხდა და ამას ემატება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული სხვა პროგრამები და პროექტები.

„კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ შევძელით ეკონომიკის გახსნა ტურისტებისა და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, რომლებიც არამარტო უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიის მეშვეობით აკეთებენ შენატანს ეკონომიკურ ზრდაში, არამედ, ზოგადად, ზრდიან მოთხოვნას ჩვენ ბაზარზე, რაც წაახალისებს ვაჭრობას, ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობას, კვების ინდუსტრიას და ძალიან ბევრ დარგს. შესაბამისად, ის ფაქტორი, რომ 1-ელი ივნისიდან უკვე ვხსნით სახმელეთო საზღვრებს, თებერვლიდან შევძელით და გავხსენით საჰაერო საზღვრები, დავაჩქარეთ ვაქცინაცია, ტურიზმში დასაქმებული ადამიანები პრიორიტეტულად შედიან ვაქცინაციის სიაში და ვართ ერთ-ერთი უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა, არის ასევე ის ფაქტორი, რომელიც მოასწავებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა