logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სხვა ქვეყნებთან, პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რომ მუდმივად გვქონდეს პულსზე ხელი
მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სხვა ქვეყნებთან, პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რომ მუდმივად გვქონდეს პულსზე ხელი
17:52 31.05.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ავიაციისა და ტურისტული სექტორების აღდგენა-განვითარების კუთხით სხვა ქვეყნებთან და პარტნიორ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობს. „ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სხვა ქვეყნებთან, პარტნიორ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ მუდმივად გვქონდეს პულსზე ხელი - თუ სად შეიძლება კიდევ უფრო მეტად, უსაფრთხოდ გავზარდოთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც შეზღუდვების შემსუბუქების ფუფუნება გვექნება", -აღნიშნა მან გადაცემა „საქმიანი დილა"-ში სტუმრობისას.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განმარტა, ავიაცია და ტურიზმი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული დარგებია და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ამ მიმართულებების, ასევე მთის კურორტების სექტორის ერთი საკურატორო ქოლგის ქვეშ მოქცევა. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მისთვის ძალიან საპასუხისმგებლოა დღეს ამ პოზიციაზე დანიშვნა იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიას თავისი უკიდურესად ნეგატიური ზეგავლენა ჰქონდა ორივე ინდუსტრიაზე - იქნება ეს ავიაცია გლობალურად თუ ტურიზმის ინდუსტრია გლობალურად.

„რა თქმა უნდა, ავიაკომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, რადგან აქ უკვე საერთოა ავიაკომპანიების და სახელმწიფოს ინტერესი, რაც ნიშნავს - რაც უფრო მეტ მგზავრს გადმოიყვანს ავიაკომპანია და ეს მისი კომერციული ინტერესია, მეტი გადმოყვანილი მგზავრი კი ჩვენთვის მეტი, დამატებითი ტურისტული ნაკადი. შესაბამისად, ვფიქრობ, აქ ჩვენ გვექნება დიდი არეალი იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობებიდან და იმ ინსტრუმენტებიდან გამომდინარე, რომელიც სახელმწიფოს აქვს, მან მაქსიმალურად იმუშაოს ავიაკომპანიებთან სტრატეგიული, სამიზნე ბაზრებიდან, რომ მათ ჰქონდეთ მეტი გარანტია და მეტი სიმყარე იმისთვის, რომ საქართველო ამოარჩიონ ძალიან ბევრ ქვეყანას შორის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ხელისუფლებას აქვს როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი ხედვა და გეგმა, რათა ამ დარგების აღდგენა-განვითარება უმოკლეს ვადაში მოხდეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა