„ასეთი უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა ცალსახად მისასალმებელია. იმედია სწრაფი და
მასშტაბური ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა სიმართლისთვის ისიც უნდა ითქვას რომ გასული წლის აპრილში გვქონდა -16.6 %-იანი რეცესია, რის ფონზეც ზრდა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა, ანუ ეს არის ,,ზამბარის ეფექტი", ლოქდაუნით შეკუმშული ეკონომიკა შეზღუდვების შერბილების ფონზე მკვეთრად გაიშალა",-ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ფბ-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ირაკლი კოვზანაძე საქსტატის მიერ ეკონომიკური ზრდის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება. მისი თქმით, წინ კიდევ ბევრი ეკონომიკური გამოწვევაა, რასაც პროფესიული ანალიზი და ბევრი შრომა სჭირდება.
„კიდევ გავიმეორებ, რომ აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ეს უნდა იყოს დასაწყისი და წინ კიდევ ძალიან ბევრი ეკონომიკური გამოწვევა და ,,კოვიდგამოცანა" გვაქვს, რასაც პროფესიული ანალიზი და ბევრი შრომა სჭირდება. აპრილში საქართველოს ეკონომიკა რეკორდულად - 44.8%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდა 8.1% ია", - წერს ირაკლი კოვზანაძე.