logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 6.5 პროცენტი
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 6.5 პროცენტი
14:36 31.05.2021
"ჩვენი განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 6.5 პროცენტი, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა პროგნოზებს" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ფინანსთა სამინისტროს განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები წარადგინა.



როგორც მან აღნიშნა, განახლებული პროგნოზები ითვალისწინებს პოზიტიურ ცვლილებებს ეკონომიკის ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებლის მიმართულებით.



„ბოლო პერიოდში ვხედავთ ძალიან პოზიტიურ დინამიკას. ეს ჯერ კიდევ მარტში გამოჩნდა, როდესაც დაფიქსირდა 4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა პირველად პანდემიის დაწყებიდან. პროგნოზებს წარვადგენთ 3 სცენარით - საბაზისო, პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარებით. წინა პროგნოზებით შემუშავებული საბაზისო სცენარი განსაზღვრულია, როგორც მიმდინარე პესიმისტური სცენარი. რაც შეეხება საბაზისო, ანუ მთავარ სცენარს - ჩვენი განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 6.5 პროცენტი, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა პროგნოზებს. 2022 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იქნება ასევე მაღალი - 6.9%", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.



მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, მცირდება ბიუჯეტის დეფიციტი 7.1 პროცენტამდე დღეს არსებული 7.6 პროცენტიდან.



„ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით. როგორც მოგახსენეთ, ჩვენი პროგნოზები მოიცავს ასევე ოპტიმისტურ სცენარს, რომლის მიხედვითაც 2021 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა დონეზე და სავსებით შესაძლებელია, რომ ეკონომიკური აქტივობა სწორედ ოპტიმისტური სცენარით განვითარდეს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.



მისი თქმით, ოპტიმისტურ სცენარში ნავარაუდევი ეკონომიკური ზრდა 2021 წელს შეადგენს 10.2 პროცენტს.



„აღნიშნული სცენარი ითვალისწინებს მიმდინარე წელს ტურიზმის უფრო სწრაფ აღდგენას - კონკრეტულად 2019 წლის 40-45 პროცენტის დონეზე. იგი ასევე ითვალისწინებს ეკონომიკის დინამიურ ზრდას ეკონომიკის სხვა სექტორებშიც. ამის აშკარა ნიშნები ჩვენ გვაქვს აპრილის თვის მონაცემებში, სადაც ეკონომიკა თითქმის 45 პროცენტით გაიზარდა და აღნიშნული ზრდა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორზე გადანაწილდა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.



როგორც მან აღნიშნა, განახლებული პროგნოზით უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და მთავრობის ვალის შემცირების დინამიკა უფრო სწრაფი იქნება. სწორედ აღნიშნულ პროგნოზებზე დაყრდნობით დაიწყება ბიუჯეტში ცვლილებების პროექტისთვის მზადება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა