logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ჯაკომო კანეპა: მჯერა, რომ საქართველოს აქვს ყველა რესურსი, რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა დაძლიოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და ეკონომიკის განვითარების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს
ჯაკომო კანეპა: მჯერა, რომ საქართველოს აქვს ყველა რესურსი, რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა დაძლიოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და ეკონომიკის განვითარების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს
17:47 28.05.2021
„საქართველოსა და მის კულტურაზე მეგობრისგან შევიტყვე, თუმცა როდესაც ჩამოვედი და უკეთ გავიცანი თქვენი ქვეყანა, ვნახე, რომ ის გამოირჩევა ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს გარემოთი და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმით. ცალკე გამოვყოთ ბიზნესის და ინვესტიციების მხარდაჭერის მიზნით შექმნილ ისეთ პროგრამებს, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში". საქართველოში უზარმაზარი შესაძლებლობებია და ის ბიზნესის კეთების განსაკუთრებული სიმარტივით გამოირჩევა," - განაცხადა პერუს მსხვილი საინვესტიციო კორპორაციის Capital Tech - ის გენერალურმა დირექტორმა ჯიაკომო კანეპამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ასევე დაესწრო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

Capital Tech - ის გენერალური დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს მთავრობა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისა და დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით ახორციელებს. „მჯერა, რომ საქართველოს აქვს ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა, რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა დაძლიოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და ეკონომიკის განვითარების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს," - განაცხადა მან.

ჯიაკომო კანეპას განცხადებით, მისი კორპორაცია განიხილავს საქართველოში თერმოქაღალდის წარმოების გახსნას და 2 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას. „აღნიშნული პროდუქცია მოთხოვნადია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დღეს თქვენი ქვეყანა თერმოქაღალდის იმპორტს ახორციელებს. საწარმოს ამოქმედებით არა მხოლოდ იმპორტს ნაწილობრივ ჩავანაცვლებთ, არამედ პროდუქციას ექსპორტზეც გავიტანთ. ასევე განვიხილავთ ინვესტიციების ეკონომიკის სხვა სექტორებში განხორციელების შესაძლებლობას," - განაცხადა Capital Tech - ის გენერალურმა დირექტორმა. მისი თქმით, დიდ შესაძლებლობებს იძლევა ასევე ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა დიდ ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების არსებობა.

აღსანიშნავია, რომ Capital Tech - ი ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფია პერუში და წარმოდგენილია უძრავი ქონების, სასტუმრო ბიზნესისა და სხვა ტურისტულ მიმართულებებში. ბიზნეს ჯგუფს ინვესტიციები აქვს განხორციელებული ლათინური ამერიკის, აშშ - ისა და ევროკავშირის ქვეყნებში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა