logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გენადი არველაძე: 2021 წლის იანვარი - აპრილის პერიოდში საქართველოში ევროკავშირში 38 პროცენტით მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი განახორციელა
გენადი არველაძე: 2021 წლის იანვარი - აპრილის პერიოდში საქართველოში ევროკავშირში 38 პროცენტით მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი განახორციელა
11:58 28.05.2021
„პანდემიით გამოწვეული გლობალური პრობლემების მიუხედავად, ევროკავშირთან 2021 წლის 4 თვეში სავაჭრო ბრუნვა 6 პროცენტით გაიზარდა და 840 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტის ზრდამ 2.9 პროცენტი შეადგინა, ამასთან, მხოლოდ აპრილში, ევროკავშირში ექსპორტი 29 პროცენტით გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია ევროკავშირში სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი, რომელიც საანგარიშო პერიოდში 38 პროცენტით გაიზარდა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაზე - European Choice of the Georgian People - Challenges and Future Perspectives სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა რეფორმებზე, რომელთაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ახორციელებს. მისი თქმით, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის საკანონმდებლო - ნორმატიულ ბაზასთან დაახლოების მიმართულებით საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, კერძოდ, დაუახლოვდა DCFTA-ით (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) 2027 წლამდე გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ნახევარზე მეტს.

ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების შედეგად ევროკავშირის ბაზარი კიდევ უფრო იხსნება ქართული პროდუქციისათვის. ბაზარი უკვე გაიხსნა ისეთი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის, როგორიცაა თევზი და თევზპროდუქტები, დამუშავებული ტყავი, მატყლი, თაფლი, რასაც 2020 წელს ასევე დაემატა ცხოველების საკვები. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირთან აკვაკულტურის პროდუქტების და დედა ფუტკრისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით.

„ევროკავშირის ბაზარზე შესვლის გასამარტივებლად ვმუშაობთ იმისთვის რომ იოლად ხელმისაწვდომი გავხადოთ სხვადასხვა სერვისები ექსპორტიორი კომპანიებისთვის. საქართველოს სტანდარტად სულ მიღებულია 18,000-ზე მეტი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა აკრედიტაციის ცენტრმა გამოცდების და დაკალიბრების; პროდუქტის სერტიფიკაციის; პერსონალის სერტიფიკაციის; ინსპექტირებისა და სამედიცინო ლაბორატორიების სფეროებში. ევროპული აღიარების შედეგად ადგილობრივი ლაბორატორიები უკვე გასცემენ საერთაშორისოდ აღიარებულ შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატებს, რაც ქართულ პროდუქციას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის საერთაშორისო ბაზრებზე," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ქართული კომპანიების და პროდუქტების ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში ცნობადობის გაზრდის მიზნით, მთავრობა ორგანიზება უწევს და აფინანსებს ქართული ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში, სავაჭრო მისიებსა და კონფერენციებში. „2020 წლის განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერით და ძალისხმევით, საქართველომ ევროკავშირში ჩატარებულ 10 საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა, მათ შორის საკვების, სასმელისა და ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიებმა, მონაწილეობა მიიღეს უდიდეს და მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებში," - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ ჩამოთვალა ის მხარდაჭერის ინსტრუმენტები, რომელთაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმატებით იყენებს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის, ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოზიდვის და ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლისა და საქართველოში წარმოებული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციის მიზნით.

„ამ კრიზისულ პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება და არსებული ფორმატების სრულყოფილი გამოყენებით ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტემპის აჩქარება," - განაცხადა გენადი არველაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა