logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების სამეთვალყურეო საბჭო „სახელმწიფო ელექტროსისტემას" ფინანსურად ძლიერ და მდგრად ორგანიზაციად ჩამოყალიბებაში დაეხმარება
ნათია თურნავა: საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების სამეთვალყურეო საბჭო „სახელმწიფო ელექტროსისტემას" ფინანსურად ძლიერ და მდგრად ორგანიზაციად ჩამოყალიბებაში დაეხმარება
10:28 28.05.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სამეთვალყურეო საბჭოს ახლადარჩეულ წევრებს შეხვდა.

სახელმწიფო საწარმოს ახალი საბჭო საქართველოში სახელმწიფო საწარმოების მასშტაბური რეფორმის ფარგლებში აირჩა. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სამეთვალყურეო საბჭოს წარმოადგენენ: იორგ მათიესი, თეონა მაკალათია, ეკატერინე შავგულიძე, ზურაბ ბექაია და ლეონტინა გალდავა. საბჭოში მათი საქმიანობის ვადად სამი წელი განისაზღვრა.

შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა" პირველი სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოა, რომელიც რეფორმირებას დაექვემდებარა. მისი თქმით, კორპორაციული მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომპანიაში დაიწყო კორპორატიზაციის პროცესი. მათ შორის, ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო ღია კონკურსის წესით გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეირჩა და მთლიანად არააღმასრულებელი წევრებით დაკომპლექტდა, რაც საბჭოს დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

ნათია თურნავამ მიულოცა სახელმწიფო საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს საპასუხისმგებლო პოზიციებზე არჩევა და „სახელმწიფო ელექტროსისტემის" სისტემაში რეფორმის შემდგომი ეტაპების განხორციელების პროცესში წარმატება უსურვა. „სახელმწიფო ელექტროსისტემაში" სამეთვალყურეო საბჭო საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩამოყალიბდა. საბჭოს წევრებად მაღალი რანგის პროფესიონალები ხანგრძლივი შერჩევის შედეგად შეირჩნენ. ისინი დაეხმარებიან კომპანიას, მის მენეჯმენტს იმაში, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ჩამოყალიბდეს საუკეთესო კორპორატიული სტანდარტების მიხედვით და უფრო ეფექტურად იმართებოდეს," - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მთავარი ამოცანაა, ძლიერი და დამოუკიდებელი მართვის სისტემის შექმნა. მისი თქმით, რეფორმირების შემდეგ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" სახელმწიფოს დახმარების გარეშე უნდა შეძლოს ფინანსური რესურსის მოზიდვა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ საფინანსო ბაზრებზე.

მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ, კომპანიამ სრულად დაფარა კრედიტორების წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებები და რეაბილიტაციის რეჟიმი 2023 წლის ნაცვლად, 2021 წელს დაასრულა.

კონკურსში, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულ სახელმწიფო საწარმოში სამეთვალრეყურეო საბჭოს წევრების შერჩევის მიზნით 2021 წლის 2 მარტს გამოაცხადა, 174 კანდიდატმა მიიღო. შედეგად, შეირჩა სამეთვალყურეო საბჭოს 5 წევრი.
უახლოეს მომავალში სააქციო საზოგადოებაში შეიქმნება ანაზღაურების, აუდიტის, დანიშვნების, ინვესტიციებისა და რისკების კომიტეტები, რომლებიც საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებების შესაბამისად იმუშავებენ. სამეთვალყურეო საბჭო ასევე დაამტკიცებს სხვადასხვა პოლიტიკებსა და განახლებულ ეთიკის კოდექსს, რაც კომპანიის შემდგომი განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კომპეტენციაში შედის კორპორაციული სტრატეგიის და წლიური ბიზნესგეგმის შემუშავება, ბიუჯეტის მონიტორინგი. ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და კომპანიის აღმასრულებელ პოზიციებზე კანდიდატების შერჩევა, დანიშვნა, გათავისუფლება და სახელფასო პოლიტიკის შემუშავება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა