logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ანდრია გვიდიანი: სემეკი კომპანიების და მომხმარებლების ინტერესებს თანაბრად იცავს, შესაბამისად მისი მოვალეობა დაბალანსებული ტარიფების დადგენაა
ანდრია გვიდიანი: სემეკი კომპანიების და მომხმარებლების ინტერესებს თანაბრად იცავს, შესაბამისად მისი მოვალეობა დაბალანსებული ტარიფების დადგენაა
14:16 27.05.2021
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 27 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა და 1 კუბური მეტრი ცისფერი აირის ფასი პირველი ივნისიდან 54 თეთრი იქნება.

ეკონომისტი ანდრია გვიდიანი გაზის ტარიფის ზრდას გარდაუვალ ნაბიჯად მიიჩნევს და ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ლარის კურსის ცვლილებით ხსნის. გვიდიანის თქმით, მას შემდეგ, რაც ბოლოს დადგინდა ბუნებრივი გაზის ტარიფი (2019 წლის 31 დეკემბერი), ლარის კურსი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი და ეს დიდ გავლენას ახდენს იმპორტირებული ბუნებრივი რესურსის სამომხმარებლო ტარიფზე.

„პირველ რიგში, რაც გაზის ტარიფში სტრუქტურაში მნიშვნელოვანია, ეს არის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მთლიანად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. შესაბამისად, კურსის ცვალებადობა პირდაპირ გავლენას ახდენს შესასყიდ ტარიფზე. სხვა ფაქტორებს თუ ჩავხედავთ, არაფერი შეცვლილა, რომლებსაც შეიძლება გაზის ტარიფის გაზრდა გამოეწვია, გარდა ვალუტის კურსისა, რაც მნიშვნელოვანი წნეხია ტარიფზე. შესაბამისად, გაზის ტარიფის პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი ვერც გვექნებოდა“, – აცხადებს ანდრია გვიდიანი.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ - სემეკის დანიშნულება ის არის, რომ კომპანიებისა და მომხმარებლების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, რაც ნიშნავს, რომ ამ ორ ინტერესს შორის მარეგულირებელმა კომისიამ უნდა დაიცვას ოქროს შუალედი. არ შეიძლება მომხმარებლების ინტერესების ხარჯზე შეილახოს კომპანიების ინტერესები, ან პირიქით – კომპანიების ინტერესების გამო შეილახოს მომხმარებლების ინტერესები“, – განმარტავს ეკონომისტი.

სემეკმა ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფი ბოლოს 2019 წლის 31 დეკემბერს დაადგინა, როდესაც ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2,8677–ს შეადგენდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა