logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ვალერი ჩეხერია ეკონომიკის მინისტრის კონსულტანტად დაინიშნა
ვალერი ჩეხერია ეკონომიკის მინისტრის კონსულტანტად დაინიშნა
21:14 25.05.2021
ამერიკული კომპანია Zeze Hospitality-ის მთავარი კონსულტანტი და კომპანია Hospitality Projects-ის დამფუძნებელი, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის Young Global Leaders-ის წევრი ვალერი ჩეხერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას კონსულტანტად დაინიშნა. ვალერი ჩეხერია სამინისტროში ტურიზმის სექტორის გაძლიერების მიმართულებით იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ვალერი ჩეხერია ევროპასა და ამერიკაში ახალი ტურიზმის, პოსტპანდემიური ტურიზმისა და ახალი სასტუმროების განვითარების მიმართულებით მუშაობს.

„პანდემიის მთავარი ფაზის გავლის შემდეგ, ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, სიამოვნებით დავთანხმდი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეთავაზებას, რომ საქართველოში ახალი გამოწვევების გამკლავებასა და ტურიზმის ახალი სტრატეგიის შექმნაზე მემუშავა. იქნება ძალიან ბევრი სიახლე, თუმცა ამავდროულად ბევრი სამუშაოც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველო როგორც პანდემიამდე იყო მსოფლიო რუკაზე ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა სამოგზაუროდ, პანდემიის შემდეგაც ჩვენს ქვეყნაში მოგზაურობაზე ისევ ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში დავინახავთ ამის შედეგებს", - აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.

სხვადასხვა დროს ვალერი ჩეხერია იყო „აჭარა ჯგუფის" გენერალური დირექტორი, სასტუმრო Rooms Hotels-ისა და „ჰოლიდეი ინ თბილისის", ასევე „ფაბრიკა ჰოსტელის" და კომპანია City Loft-ის გენერალური დირექტორი. გარდა ამისა, სხვადასხვა წლებში ვალერი ჩეხერია იყო კონსულტანტი კოლუმბიის უნივერსიტეტში, კონსულტანტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, UN Global Compact-ის თავმჯდომარე, მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის განვითარების სამინისტროში მინისტრის ადმინისტრაციის უფროსად.

დღემდე ვალერი ჩეხერია არის McLain Association for Children-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და Children Hospice-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. ის გახლავთ კომპანია Hospitality Projects-ის დამფუძნებელი და Limitless Hospitality-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.
ვალერი ჩეხერიას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე მიღებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა სკოლის საჯარო მაგისტრის ხარისხი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა