logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: საერთაშორისო ვიზიტორებისთვის სახმელეთო საზღვრების გახსნა  როგორც ტურისტების რაოდენობის ზრდას, ასევე გაზრდილ შემოსავლებს გამოიწვევს
ნათია თურნავა: საერთაშორისო ვიზიტორებისთვის სახმელეთო საზღვრების გახსნა როგორც ტურისტების რაოდენობის ზრდას, ასევე გაზრდილ შემოსავლებს გამოიწვევს
16:52 25.05.2021
„უწყებათაშორის საბჭოზე მივიღეთ მორიგი პოზიტიური ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ტურიზმის და ზოგადად ეკონომიკის სფეროში. ტურიზმის აღდგენა არის ჩვენი ეკონომიკის აღდგენის საწინდარი. 2021 წლის პირველი ივნისიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები უცხოელი ვიზიტორებისთვის გაიხსნება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის ინფორმაციით, სახმელეთო საზღვრების გახსნა მოხდება ძალიან ფრთხილად, კოვიდ-რეგულაციების დაცვით და ნეგატიური PCR ტესტის დოკუმენტის აუცილებელი წარმოდგენით საზღვარზე. "ეს არის ძლიერი მესიჯი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა, სადაც ტურისტული ინდუსტრია სწრაფად ვაქცინირდება სხვა პრიორიტეტულ ჯგუფთან ერთად, ელის ტურისტებს და ისინი შემოვლენ არა მხოლოდ საჰაერო, არამედ სახმელეთო გზითაც. ეს იქნება ძალიან დადებითი მუხტი, რომელიც გამოიხატება როგორც ტურისტების რაოდენობის ზრდაში, ასევე გაზრდილ შემოსავლებში," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ტურისტებისთვის საქართველოს სახმელეთო საზღვრების ეტაპობრივად და ეპიდვითარების კონტროლით გახსნა მყისიერად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მათ შორის, ლარის კურსის დასტაბილურებაზეც. „ახლა ყველა ვხედავთ, როგორ ზემოქმედებს ლარის კურსზე სხვადასხვა ფაქტორი და პირველ რიგში, ტურისტების მიერ შემოტანილი სავალუტო შემოსავლები, ასევე ის დადებითი მოლოდინები, რომელთაც ეს ფაქტი ქმნის," - განაცხადა ნათია თურნავამ.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც დღეს უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო, სარესტორნო ინდუსტრიას შეეხება - 1-ელი ივნისიდან საქართველოში რესტორნები და კვების ობიექტები კლიენტების მომსახურებას შაბათ-კვირის ჩათვლით დახურულ სივრცეებშიც შეძლებენ. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტურისტებისთვის და ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვისაც და რა თქმა უნდა, სარესტორნე ინდუსტრიისთვის," - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა