logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ზაფხულის პერიოდისთვის ჩვენ 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განაცხადი და მოლოდინი გვაქვს
ნათია თურნავა: ზაფხულის პერიოდისთვის ჩვენ 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განაცხადი და მოლოდინი გვაქვს
16:02 25.05.2021
„ძალიან სწრაფად მატულობს იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ან ზრდიან ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს, ან ბაზარზე ახალი ავიაკომპანიები შემოდიან. ეს ეხება როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ისე ბათუმის და ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.

ნათია თურნავას ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ზაფხულის პერიოდისთვის მთავრობას 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განაცხადი აქვს.

მინისტრის თქმით, 2019 წელს, როდესაც იყო ტურისტების რეკორდული რაოდენობა იყო ზაფხულის პიკის სეზონზე, კვირაში დაახლოებით 800 ფრენა სრულდებოდა. „შეგვიძლია მოლოდინი გვქონდეს, რომ ფრენების დაახლოებით 50% , რომლებიც მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ტურისტების ჩამოყვანას, აღდგება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის ინფორმაციით, მთლიანობაში უკვე 50-ზე მეტი ქვეყნისთვის არის გახსნილი საქართველოს საზღვარი. მისი თქმით, 47 ქვეყანა იყო აქამდე და ახლა ემატება კონკრეტული ჩამონათვალი, „სულ 55 ქვეყნამდე იქნება, საიდანაც ჩვენ უარყოფითო პისიარ ტესტით ვუშვებთ ვიზიტორებს, როგორც საჰაერო, ახლა უკვე სახლემეთო საზღვრებზე. გარდა ამისა, ნებისმიერი ქვეყნიდან ვუშვებთ სრული ვაქცინაციის კურსჩატარებულ ვიზიტორებს"- განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული დინამიკა იმის პროგნოზის საფუძველს იძლევა, რომ ტურიზმი წელს აღდგება იმაზე გაცილებით სწრაფად, ვიდრე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონსერვატიული მოლოდინები იყო წლის დასაწყისში. მინისტრის განცხადებით, ეს პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება.

„ტურიზმი თავისთავად არის დიდი დარგი, 8% ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის - 2019 წლის ჩათვლით ასეთი სტატისტიკა იყო. მაგრამ ის ასევეა დარგი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ეფექტი სხვა მოსაზღვრე დარგებისთვის ანუ, ტურიზმი ამუშავებს როგორც ვაჭრობას ასევე ტრანსპორტის სექტორს, სოფლის მეურნეობას, წარმოებას და მოლოდინი გვაქვს, რომ წელს ეს დინამიკა ძალიან დადებითი იქნება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა