logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ევროკავშირის ენერგოგაერთიანების ფასილიტაციით შექმნილია პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია შესწავლილი იქნება
ლევან დავითაშვილი: ევროკავშირის ენერგოგაერთიანების ფასილიტაციით შექმნილია პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია შესწავლილი იქნება
18:06 24.05.2021
„მხოლოდ დიალოგით ხდება გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ კონკრეტულ საკითხებზე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნამახვან ჰესის საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის ენერგოგაერთიანების ფასილიტაციით შექმნილია პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ჰესთან დაკავშირებით გარემოსდაცვით გადაწყვეტილების შეფასების პროცესს, ამ პროცესში წარმოდგენილ ყველა დოკუმენტს და ინფორმაციას შეისწავლიან.

„იმედი მაქვს, რომ ისინი, ამ ფასილიტაციით ხელს შეუწყობენ პროცესების ნორმალიზებას. ეს არის კომპეტენტური, დამოუკიდებელი და ნეიტრალური პლატფორმა, მაღალი რეპუტაციის, რომელსაც ამგვარი გამოცდილება გააჩნია და, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უალტერნატივოა. როდესაც ორი მხარე განსხვავებულ პოზიციაზეა, მედიაციის როლი ძალიან დიდია; განსაკუთრებით ისეთი მედიატორის, როგორიც არის ევროკავშირის ენერგოგაერთიანება; ბევრ სხვა ქვეყანაში მსგავსი კონფლიქტური, პრობლემური საკითხი, ჰესებთან და მსხვილ ჰესებთან დაკავშირებით, მათი მონაწილეობით წარმატებით გადაწყდა. ჩვენ ვთქვით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრს ექნებოდა საშუალება, მონაწილეობა მიეღო შეფასებების, მათ შორის, შეფასებების გადახედვის პროცესში. ყველა გარემოსდაცვითი, თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციისათვის, შეიქმნა ფორმატი. ორივე სამინისტროდან გამოიყო პასუხისმგებელი პირი, რომელიც მათ მიერ მოთხოვნილ კონკრეტულ ინფორმაციას, მათთვის სასურველ ფორმატში გასცემს. იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციებს ჰქონდეთ დრო, გამოიყო 12 თვე, რათა მოხდეს გარკვეული შეფასებები და ინფორმაციის უკეთესად შესწავლა. ჩვენ ამ ორგანიზაციებს მივეცით საშუალება, რომ, ერთ წლის განმავლობაში შეფასებები გაეკეთებინათ და ჩვენ მზად ვართ, ეს შეფასებები მოვისმინოთ. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტრომ მოახდინა ფასილიტაცია ინვესტორებთან, რომ მათ მოისმინონ ის მოსაზრებები, რომლებიც ექსპერტებს ექნებათ. გარკვეული მოქნილობის სივრცე ამ შემთხვევაში გაჩნდა, მათ შორის, მორატორიუმი, რომელიც ასევე არსებობს ამ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ღია ამ ფორმატების გამოყენების და ამ ფორმატებში ყველა საკითხის განხილვისთვის“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა