logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შემოსავლების სამსახური: მოვუწოდებთ კომპანიის წარმომადგენლებს გაითვალისწინონ, რომ არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა დაეკისრებათ
შემოსავლების სამსახური: მოვუწოდებთ კომპანიის წარმომადგენლებს გაითვალისწინონ, რომ არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა დაეკისრებათ
13:26 22.05.2021
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გატარება ხორციელდება რისკების მართვის სისტემის გამოყენებით, საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

„საბაჟო კონტროლის ღონისძიებები მოიცავს საქონლის დეკლარირების ეტაპზე წარმოდგენილი სხვადასხვა მონაცემების სისწორის კონტროლს, მათ შორის, საქონლის დასახელებისა და აღწერილობის, რაოდენობის, სასაქონლო კოდის, საბაჟო ღირებულების, გამოყენებული შეღავათებისა და იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შემოწმებას.

მონაცემთა ანალიზის შედეგად, შექმნილი საბაჟო რისკის პროფილის საფუძველზე, რომელიც შეეხება ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხიდან შერჩეულ 10 სასაქონლო კოდს, (აღნიშნული საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან) შეირჩა 18 სხვადასხვა კომპანიის, 28 საქონლის საბაჟო დეკლარაცია.

10 კომპანიის სახელზე რეგისტრირებული 16 დეკლარაციის შემთხვევაში, თანმხლები დოკუმენტებისა და საქონლის ფიზიკური დათვალიერების შედეგად დარღვევები არ გამოვლენილა და გაფორმების პროცედურები დასრულდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

სამი კომპანიის სახელზე რეგისტრირებული 3 დეკლარანტის მიმართ, ვინაიდან დეკლარირებული საქონელი ვერ აკმაყოფილებდა ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და თითოეული დეკლარაციისათვის საქონლის საბაჟო ღირებულება არ აღემატებოდა 15 000 ლარს, შედგენილ იქნა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები. ფინანსური სანქციის სახით, თითოეულ დეკლარატს ჯარიმა 1583,63 ლარი განესაზღვრა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ დოკუმენტური და ფიზიკური ინსპექტირების ეტაპებზე წარმოიშვა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ 6 სხვადასხვა კომპანიის (9 დეკლარაცია) მიერ იმპორტირებული ჰიგიენის ნაწარმი, რომლის ჯამური საბაჟო ღირებულება შეადგენს, დაახლოებით, 467 ათას ლარს, არ წარმოადგენს 3 წლამდე ასაკის ჩვილ ბავშვთა მოხმარებისათვის განკუთვნილ საქონელს და მისი ასეთად დეკლარირება განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელის თავიდან არიდების მიზნით. შესაბამისად, საქონლის მაღალი ღირებულებიდან და სავარაუდოდ, შეგნებულად, თავიდან არიდებული იმპორტის გადასახდელის დიდი ოდენობიდან გამომდინარე ინფორმაცია და საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
შექმნილი რისკებიდან გამომდინარე, სამართალდარღვევის ეფექტიანი პრევენციისა და ამასთან, მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კანონმდებლობის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა ტიპის კონტროლის ღონისძიებებს.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს კომპანიის წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ, რომ არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“- ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა