logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით საქართველო - უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართა
გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით საქართველო - უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართა
11:37 22.05.2021
თბილისში საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-4 სხდომა გაიმართა. მას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სამოქალაქო დაზვერვის საკითხთა სახელმწიფო მდივანი ტამაშ ვარგა.

კომისიის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები ისეთი სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა და სპორტი.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მონაცემებით, უნგრეთი-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 4%-ით გაიზარდა და ამასთან, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი უნგრულ ბაზარზე 20%-ით გაიზარდა.

„ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის წილის ზრდის ხელშეწყობა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების ქართული კომპანიების მიერ მაქსიმალური გამოყენება ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, ქართული ექსპორტის ორციფრიანი ზრდა უნგრეთის ბაზარზე მართლაც მისასალმებელია და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ერთობლივი ნაბიჯებით მომავალში ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო გაიზრდება," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2021 წლის თებერვალში, საქართველოს მიერ საჰაერო ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განახლების მნიშვნელობაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადების ზრდას და ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენას საქართველოში.

სხდომის დასასრულს ხელი მოეწერა საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-4 სხდომის ოქმს.

ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთის სამთავრობო დელეგაციამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გამართა ორმხრივი შეხვედრები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, ასევე განხორციელდა გაცნობითი ხასიათის ვიზიტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა