საქართველო - ალბანეთის ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის
პერსპექტივები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ალბანეთის ტურიზმისა და გარემოს მინისტრ ბლენდი კლოსიმ შეხვედრაზე, რომელიც მადრიდში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის Fitur 2021 - ის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ალბანეთს შორის ეკონომიკური მაჩვენებლები ბოლო წლებში პოზიტიური დინამიკით ხასიათდება. ამის მიუხედავად, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის პოტენციალი ქვეყნებს შორის გაცილებით დიდია, მათ შორის, ტურიზმის მიმართულებით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი.