logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარსდგება
მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარსდგება
10:37 18.05.2021
მიმდინარე წლის 19-23 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდის „FITUR“ -ში მიიღებს მონაწილეობას.

კოვიდ პანდემიის და ინდუსტრიაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველომ უნიკალური შესაძლებლობა მიიღო FITUR-ის ფარგლებში მარკეტინგული კამპანია განახორციელოს. კამპანია გულისხმობს გამოფენის პლატფორმის საშუალებით, როგორც ონლაინ, ასევე საგამოფენო სივრცის ბრენდირებას. ყველა კომუნიკაციაში საქართველოს ტურისტული შესაძლელობები წარმოდგენილი იქნება ბანერების, ვიდეოების, სხვადასხვა ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და საინფორმაციო არხების საშუალებით.

საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საპრეზენტაციო სტენდით იქნება წარდგენილი. საქართველოს სპეციალური სივრცე საშუალებას მისცემს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.

გამოფენას ესპანეთის მეფე-დედოფალი გახსნის. საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ქართული ფოლკლორით გაფორმდება.
გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს საშუალება ექნებათ საქართველოს შესახებ ვიდეო რგოლები იხილონ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით იქნება შეფუთული საერთაშორისო გამოფენის შესასვლელი და მოსასვენებელი ადგილები. საინფორმაციო ბანერები განთავსდება ყველა საფეხმავლო ბილიკზე. საქართველო უზრუნველყოფს საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ინტერნეტ მხარდაჭერასაც.

საქართველო მონაწილეობს ონლაინ გამოფენაშიც, რომელიც „FITUR“-ის ფარგლებში, 5 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით იმართება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მასშტაბურ ღონისძიებაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინსტაგრამის, ფეისბუქის, ლინკდინისა და ტვიტერის გამოყენებით სოციალურ მედია კამპანიას მოაწყობს. საქართველოს შესახებ ონლაინ რეჟიმში გაიმართება პრეზენტაცია, რაც გამოფენის მსვლელობისას სოციალური ქსელებითა და მედია პლატფორმებით გავრცელდება.

მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 2020 წელს 165 ქვეყანა და 11 050 მონაწილე კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 111 089 ვიზიტორი ეწვია. გამოფენას საერთაშორისო მედიის 7,500-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა