logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება
ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება
19:42 17.05.2021
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს მსოფლიო ბანკთან შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 85 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი ქვეყანას საშუალებას მისცემს გაგრძელდეს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარება.

„თანხა, რომელზეც ხელი ახლახან მოვაწერეთ, ძირითადად, ორი მიმართულებით დაიხარჯება. პირველი ითვალისწინებს „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში დამატებითი დაფინანსების გამოყოფას საშუალო და მცირე ზომის საწარმოებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს ექნებათ შესაძლებლობა, გაუჩნდეთ წვდომა დამატებით ფინანსურ რესურსებზე. პროექტს ზედამხედველობას გაუწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მეორე მიმართულებას ეროვნული ბანკი განახორციელებს. სებ-ი უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის სისტემების პროექტის საქართველოში დანერგვას. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია, რაც განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდმაც გამოაჩინა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ეროვნული ბანკისთვის 85 მლნ ევროდან 6 მლნ ევროა გამოყოფილი", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის.

„საქართველოს სახელით, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი ორგანიზაციაა და რომელთან ერთადაც ბევრი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული. აღნიშნული შეთანხმებაც, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი, იქნება კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ქვეყანას დაეხმარება პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ პერიოდში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ქვეყანას საშუალებას აძლევს სწრაფად აღადგინოს ეკონომიკური აქტივობა, რაც შემდგომ აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, დასაქმებასა და სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა