logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავამ კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
ნათია თურნავამ კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
17:58 17.05.2021
„აღსანიშნავია ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ქვეყნის საყოველთაო ბრძოლაში. მაშინ, როდესაც თითქმის ყველა სახის საქმიანობა სრულად გადავიდა დისტანციურ მეთოდზე, სწორედ ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს მდგრადმა და შეუფერხებელმა მუშაობამ შეასრულა და ასრულებს მნიშვნელოვან როლს, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით," - აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მიმართვაში, რომლითაც მან კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამავე დროს, 17 მაისი ასევე არის მსოფლიოს ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო საზოგადოების დღეც.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა პროგრესმა მკვეთრად შეცვალა კავშირგაბმულობის სფეროს სახე.

„დღეს ფართოზოლოვანი მომსახურებები და ინტერნეტთან წვდომა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ხოლო მაღალგანვითარებული ელექტრონული კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება, რაც დადებითად აისახება საქართველოს შემდგომ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაზე, მის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებაზე," - განაცხადა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა