logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების დასაძლევად ახალი საგადასახადო ინიციატივა წარადგინა
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების დასაძლევად ახალი საგადასახადო ინიციატივა წარადგინა
13:31 17.05.2021
"გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე აღიარებული/არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ამისთვის გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და გადასახადის ძირითადი თანხის გადახდა განხორციელდეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე.

მინისტრის თქმით, გადასახადის გადამხდელებს, რომელთა მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არსებითად შედგება მხოლოდ სანქციისაგან, საგადასახადო შეთანხმება გაუფორმდებათ ანალოგიური პირობებით, საგადასახადო დავალიანების 30%-ის გადახდის შემთხვევაში.

"აღნიშნული ინიციატივა ეხება ყველა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანებებს (მათ შორის საგადასახადო დავაში არსებულ დავალიანებებს), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ გადამხდელთან მიმართებაში არსებობს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ ეკონომიკურ დანაშაულზე. მსგავსი ფორმით და პირობებით წარმოდგენილი განცხადება დაკმაყოფილდება ავტომატურ რეჟიმში განხილვის დამატებითი შიდა პროცედურების გარეშე", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ინიციატივა ჯარიმა/საურავების პატიების შესახებ ერთჯერადი ხასიათის არის და უკავშირდება გადასახადის გადამხდელებისათვის პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების დაძლევას.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 18 მაისიდან მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ მიმართონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აღნიშნული საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. შემოსავლების სამსახური მათ შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის დამატებითი საკომუნიკაციო არხების, მათ შორის, გადამხდელის ავტორიზებული გვერდის საშუალებით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა