logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მედეა ჯანიაშვილი: ჩვენი მიზანი მაქსიმალურად მოკლე ვადაში ტურიზმის აღდგენა  და მეტი ტურისტის მიღებაა
მედეა ჯანიაშვილი: ჩვენი მიზანი მაქსიმალურად მოკლე ვადაში ტურიზმის აღდგენა და მეტი ტურისტის მიღებაა
18:56 14.05.2021
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მედეა ჯანიაშვილმა ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის,  კერძო სექტორთან თანამშრომლობისა და მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად სწრაფად, მოკლე დროში, სრულად   აღვადგინოთ ტურიზმის სექტორი.  საქართველო არ არის გამონაკლისი მსოფლიოში და ჩვენი მიზანია თანმიმდევრულად, სწორი პოზიციონირებით მოვახერხოთ ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენა და  სწორი მოლოდინების შექმნა.

ყველა დამატებითი შეზღუდვა, მათ შორის სახმელეთო საზღვრების გახსნა დამოკიდებულია  ეპიდ. მდგომარეობაზე არამხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც, რადგან მეზობელი სახელმწიფოების ეპიდ. სიტუაცია პირდაპირ აისახება ტურისტული ნაკადების შემოსვლაზე.“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თქმით,  ყველა დაგეგმილი აქტივობის შესახებ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციას აქტიური კომუნიკაცია აქვს.

„ ჩვენ კერძო სექტორთან გვაქვს მუდმივი კოორდინაცია.  ადმინისტრაციის ბაზაში არსებულ ტურიზმის ინდუსტრიის  ყველა წარმომადგენელს   ვაწვდით  განახლებულ ინფორმაციას  ჩვენი ყველა აქტივობების,  დაგეგმილი ღონისძიების, მარკეტინგული კამპანიების შესახებ.  ტურიზმის სექტორთან კომუნიკაციაში აქტიურად ჩართულია ეკონომიკის მინისტრი.“
მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, ტურისტული ნაკადების მოსაზიდად დაწყებულია აქტიური მარკეტინგული კამპანია.

„2021 წელს ჩვენი პრიორიტეტული ტურისტული ბაზრებს შორის არიან: მეზობელი ქვეყნები, ევროპის, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, ასევე ისრაელი.  ჩვენ ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებზე, დავიწყეთ  პრეს-ტურების მოწყობა გავლენიანი საერთაშორისო მედია საშულებებისთვის, თვის ბოლოს ვმასპინძლობთ მსოფლიოში ცნობილ ბლოგერებს. მიმდინარეობს აქტიური სარეკლამო კამპანია სოციალური ქსელებით, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ცნობადობის გაზრდას და მოვიზიდოთ მეტი ტურისტი ქვეყანაში.“-აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა