logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა „ჩალიკ ჰოლდინგის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, აჰმეთ ჩალიკს შეხვდა
ნათია თურნავა „ჩალიკ ჰოლდინგის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, აჰმეთ ჩალიკს შეხვდა
23:50 13.05.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსხვილი თურქული კომპანიის „ჩალიკ ჰოლდინგის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს აჰმეთ ჩალიკს შეხვდა, რომლის დროსაც განიხილეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარება და თურქული ჰოლდინგის მიერ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები.

„ჩალიკ ჰოლდინგი", რომელიც საქართველოს ენერგეტიკის დარგის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია, ამჟამად განახლებადი ენერგეტიკის განვითარებაზე მუშაობს. ნათია თურნავასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შიდა ქართლის მხარეში, სოფელ ნიგოზასთან ქარის ელექტროსადგურის მიმდინარე პროექტი. აღინიშნა, რომ დაგეგმილია პროექტის მშენებლობის ეტაპზე გადასვლა მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო 2022 წლის დასაწყისში სადგურის ექსპლუატაციაში გაშვება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობას. ამავე დროს აღინიშნა, რომ ასეთი სადგურების პროექტირება და მშენებლობა განხორციელდება მხოლოდ გარემოზე მინიმალური ზემოქმედებითა და ყველა სათანადო კვლევის დეტალურად და სკრუპულოზურად შესწავლის შემდეგ. ასევე ყურადღება გამახვილდა პროექტის მომზადებისა და განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ნიგოზას ქარის სადგურის პროექტში „ჩალიკ ენერჯის" პარტნიორია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომელიც ერთობლივ კომპანიაში „ჩალიკ ჯორჯია ვინდში" 15 პროცენტს ფლობს. დაგეგმილია დაახლოებით 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება. ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ, ხოლო სადგურის სავარაუდო წლიური გამომუშავება 180 გეგავატი საათი იქნება. პროექტის მიხედვით, მშენებლობის პროცესში დასაქმდება 200, ხოლო ოპერირებისას - 25 ადამიანი.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა