„დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც
ეკონომიკისთვის ასევე მოსახლეობის სოციალური დაცვის კუთხით"-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელთან გიორგი დანელიასთან შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი კოვზანაძის თქმით, საპენსიო უზრუნველყოფის სქემა შეგვიძლია სამი მიმართულებით დავყოთ: დაგროვებითი პენსია, კერძო საპენსიო ფონდები და საყოველთაო პენსია. „ამ ჩამონათვალიდან დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. ამ ეტაპზე საპენსიო აქტივების ღირებულება 1 მლრდ 420 მლნ ლარი, მათ შორის დარიცხული სარგებელი 148.8 მლნ, ხოლო რეგისტრირებულია 1 მლნ 145 808 მონაწილე"-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ
პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გიორგი დანელიამ ირაკლი კოვზანაძეს სააგენტოს საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.