მიმდინარე წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, მარტში, წინა თვესთან შედარებით,
საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 848.44 მლნ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.1 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი აპრილისათვის 58.15 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.26 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.76 პროცენტია.
საანგარიშო პერიოდისთვის საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.