მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 820.6 მლნ.
აშშ დოლარს შეადგენს (5.2 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 1 952.6 მლნ. აშშ დოლარს (2.4 პროცენტით ნაკლებია).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარმარტში, 1 131.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია.