logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში ბანკის მმართველთა საბჭოს სესია გახსნა
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში ბანკის მმართველთა საბჭოს სესია გახსნა
11:35 06.05.2021
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 54-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს თავმჯდომარეობით გაიმართა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს სესია, რომელსაც ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში გაუძღვა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

როგორც ცნობილია, ფორუმი დაგეგმილი იყო თბილისში, თუმცა გლობალური პანდემიის გამო აღნიშნული ღონისძიება კვლავ ვირტუალურ ფორმატში გაიმართა.

„2024 წელს, ჩვენ უკვე თბილისში ვუმასპინძლებთ ამ მასშტაბურ და მნიშვნელოვან შეხვედრას. ვიმედოვნებ, ამ დროისთვის, ერთობლივად მივაღწევთ წარმატებას გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზაზე", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

მან მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს ასეთ რთულ ვითარებაში ყოველწლიური შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორუმები იძლევა კარგ შესაძლებლობას, განხილულ იქნას თანამშრომლობის საკითხები და ხაზი გაესვას აზიის განვითარების ბანკის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში.

გლობალურ პანდემიაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა ADB-ის წვლილი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებითაც.

„ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის მიერ COVID-19-ზე რეაგირებისთვის შემუშავებული 20 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტი წევრი ქვეყნებისთვის. აღნიშნული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკური ზიანის მინიმუმამდე შემცირებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის. ამჟამად, ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როცა ვაქცინა უკვე შექმნილია და ვაქცინაციის პროცესიც დაწყებულია, თუმცა ამ წარმატების მიუხედავად, ჩვენ მაინც ვხედავთ მნიშვნელოვან ხარვეზებს ვირუსთან ბრძოლაში, განსაკუთრებით, ვაქცინების მარაგების მხრივ. იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს ხარვეზი და გაიზარდოს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა, მიმაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს აზიის განვითარების ბანკის როლი ამ პროცესში," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად უნდა გაგრძელდეს და განმტკიცდეს ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკონომიკის საფუძვლების განმტკიცებას და შოკის მიმართ მდგრადობას.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის პოლიტიკა. საქართველო თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის მხარდამჭერია და ეს პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება. უფრო მეტი ინტეგრაცია, ღიაობა და დაბალი ბარიერები, მსოფლიო ეკონომიკური არქიტექტურის საკვანძო ფაქტორებია და ჩვენ სწორედ მათზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მან, ასევე, ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის როლზე კერძო სექტორის განვითარების პროცესში.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კერძო სექტორის როლი, რადგან ის ნამდვილად არის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა. ADB–ის როლი აქაც მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა კერძო სექტორს, მხარდაჭერის ჩვეულებრივი ინსტრუმენტები, შესაძლოა, არ აღმოჩნდეს საკმარისი, ამიტომ საჭიროა ფიქრი ახალი მექანიზმების შემუშავებაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ზრუნვა.

ადამიანური კაპიტალის ინდექსში პირველი ოთხი ქვეყანა სწორედ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონიდანაა. მიუხედავად ამისა, არიან ქვეყნები, მათ შორისაა საქართველოც, რომლებიც ჯერ კიდევ ჩამორჩებიან სხვებს თავის მონაცემებით. ეხმარება რა წევრ სახელმწიფოებს ჯანდაცვისა და განათლების სისტემების რეფორმირებაში, აზიის განვითარების ბანკმა დააგროვა დიდი გამოცდილება, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული. დარწმუნებული ვარ, ბანკი იქნება წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ეკონომიკის აღდგენის საერთო დღის წესრიგის შემდგომი განვითარებისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

დასასრულს, მან მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვენების მმართველებს და ბანკის ხელმძღვანელობას თანამშრომლობის გაღრმავებისა და პარტნიორობისთვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა