logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ლაშა ხუციშვილმა, როგორც ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული სემინარი გახსნა
ლაშა ხუციშვილმა, როგორც ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული სემინარი გახსნა
21:37 03.05.2021
დღეს ვირტუალურ ფორმატში დაიწყო აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიური შეხვედრა, რომელიც 3-5 მაისს გაგრძელდება.

პირველი დღის ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა ADB-ის მმართველთა სემინარი თემაზე: „თანამშრომლობა მდგრადი მომავლისთვის."

სემინარში აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, მასაცუგუ ასაკავასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მმართველმა და ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

სემინარის მოდერატორი იყო ჟურნალისტი და წამყვანი ზეინაბ ბადავი.

ADB-ის მმართველთა სემინარში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს იაპონიის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, ფილიპინებისა და ინდოეთის ფინანსთა მინისტრებმა.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მიმართულებაზე, რომლის სწრაფი განვითარებაც, მნიშვნელოვანია პოსტპანდემიურ პერიოდში, ესაა: ციფრული ეკონომიკა, ადამიანური კაპიტალი და საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ჯერ კიდევ სრულად არ არის გამოყენებული ციფრული ეკონომიკის შესაძლებლობები, რაც მისი თქმით, კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში.

„ჩვენ დავინახეთ, რომ ციფრულ ეკონომიკას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები. ის სულ უფრო მეტ ადგილს დაიკავებს ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, მომავალში, ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა სწორედ ციფრული ეკონომიკის ხელშეწყობა უნდა იყოს. განსაკუთრებით, ისეთი ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, თუკი გვინდა, რომ მივაღწიოთ ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალ ტემპებს. ამასთან, მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომა, ასევე მნიშვნელოვანია ციფრული ეკონომიკის განვითარების დაჩქარებისთვის. საქართველოს მთავრობამ დაიწყო პროექტი „ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს", რომლის საშუალებითაც მოხდება საქართველოს დაფარვა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ქსელით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მან, ასევე, ისაუბრა ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ინვესტირება ამ მიმართულებითაც.

თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი უნდა შეიტანოს ეკონომიკის აღდგენის პროცესში.

„პანდემიამ გვიჩვენა, თუ როგორი ურთიერთდამოკიდებულები ვართ, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ არ შევქმნათ ხელოვნური ბარიერები. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს, როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან და ჩვენს ყველა მეზობელთან. უკვე მოლაპარაკების აქტიურ რეჟიმში ვართ და მალე დავასრულებთ პროცესს ინდოეთთან. პანდემიის გამო, ახლა იქ ურთულესი ვითარებაა. ვსარგებლობ შესაძლებლობით და მსურს, თანადგომა გამოვუცხადო მათ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვფიქრობ, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობის ხელშეწყობა - ეს არის სწორი გზა, რომელიც წარმმართველი ძალა უნდა გახდეს ეკონომიკის აღდგენისთვის პოსტპანდემირ ეპოქაში. ვფიქრობ, ეს მიმართულება დაგვეხმარება ეფექტურად დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა