logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
პირველ კვარტალში 44 მილიონი დოლარის ღირებულების 19 მილიონამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
პირველ კვარტალში 44 მილიონი დოლარის ღირებულების 19 მილიონამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
11:21 27.04.2021
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში 19 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 44 მლნ აშშ დოლარს აღწევს.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: ჩინეთი - 29% (959,040 ბოთლი), ლიეტუვა - 38% (245,940 ბოთლი), აშშ - 3% (237,878 ბოთლი), ესტონეთი - 22% (161956 ბოთლი), იაპონია - 11% (51346 ბოთლი ) და დიდი ბრიტანეთ- 2% (117118 ბოთლი).
ექსპორტის რაოდენობა ასევე მზარდია: კანადაში - 31% (67,770 ბოთლი), ყაზახეთში - 57% (793,114 ბოთლი), ისრაელში - 56% (131,626 ბოთლი), აზერბაიჯანში - 66% (87,449 ბოთლი), თურქეთში - 115% (30,930 ბოთლი).

აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვა მოცულობის ქართული ღვინის ექსპორტი 205-მა კომპანიამ განახორციელა.

პანდემიის მიუხედავად, როგორც 2020, ისე მიმდინარე წელს, მარკეტინგული ღონისძიებები, ძირითადად, დისტანციურ ფორმატებში იმართება, რათა ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ბოლო წლების ტენდენცია შენარჩუნდეს.

შედეგად, ჯამში, 2021 წლის პირველ კვარტლში, ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი მაჩვენებელი 2%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, თუმცა, ღირებულება 5%-ით ნაკლებია, რაც პანდემიით შექმნილ ვითარებაში მსოფლიოში ღვინის ბაზრებზე ფასების შემცირებით არის განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან ექსპორტირებულია 7,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 111 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა.

ჯამში, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 73 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა