logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: 2 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ახალი საწარმოს პროექტში, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დავამტკიცეთ
ნათია თურნავა: 2 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ახალი საწარმოს პროექტში, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დავამტკიცეთ
22:51 26.04.2021
2 150 000 ლარის ინვესტიციის განხორციელდება მინაბოჭკოვანი და ბაზალტბოჭკოვანი არმატურის საწარმოს პროექტში, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში, ქ. ზესტაფონში შეიქმნება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, ეს არის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დამტკიცებული კიდევ ერთი საწარმოს პროექტი, რომლის მშენებლობაზეც 60-ზე მეტი, ხოლო უშუალოდ ქარხანაში 20-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

მინაბოჭკოვანი არმატურის საწარმოს პროექტს შპს „აჯამურა" განახორციელებს, რისთვისაც კომპანიას პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა ქალაქ ზესტაფონში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.

კომპანიის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ეს იქნება ერთ-ერთი პირველი საწარმო, რომელიც მინაბოჭკოვანი არმატურის წარმოებას დაიწყებს. ქარხანა ყოველწლიურად სხვადასხვა დიამეტრის 5 000 000 გრძივი მეტრის პროდუქციას გამოუშვებს, რომლის გაყიდვა როგორც ადგილობრივ, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე იგეგმება.

მათივე ინფორმაციით, მინაბოჭკოვანი და ბაზალტბოჭკოვანი არმატურა შედარებით ახალი პროდუქტია, რომელსაც გავრცელების ფართო პერსპექტივა გააჩნია - მინაპლასტიკური არმატურა უნიკალური და ინოვაციური სამშენებლო მასალაა, რომლის დასამზადებლად გამოიყენება მინაბოჭკო და სხვადასხვა სახის პოლიმერები.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დღეისთვის, მინაპლასტიკური არმატურა წარმატებით გამოიყენება მშენებლობაში და საგზაო სამუშაოებში, მათ შორის სარემონტო სარეკონსტრუქციო ღონისძიებებში, ასევე ნაპირსამაგრ სამუშაოებში, ხიდებში, დამბებში და ა.შ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა