logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა - პროგრამა „განახლებული რეგიონები" ახალ სიცოცხლეს შესძენს თითოეულ მუნიციპალიტეტს
ნათია თურნავა - პროგრამა „განახლებული რეგიონები" ახალ სიცოცხლეს შესძენს თითოეულ მუნიციპალიტეტს
16:07 26.04.2021
„განახლებული რეგიონები" ძალიან მასშტაბური პროგრამაა, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს თითოეულ მუნიციპალიტეტს. ეს არის დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ მოხდება მუნიციპალიტეტების ისტორიული ცენტრების სრული განახლება, გაჩნდება ახალი მიზიდულობის წერტილები ჩვენი ტურიზმისთვის" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


ნათია თურნავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად პანდემიისა, მთავრობა მაქსიმალურად, ყველაფერს აკეთებს, რომ ტურისტული ინდუსტრია უსაფრთხო რეჟიმში აღდგეს. მინისტრის განცხადებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ძალიან საინტერესო, უნიკალური ახალი მიზიდულობის ცენტრები რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში და არამხოლოდ დიდ ქალაქებში.


რეგიონების განახლების პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას გულისხმობს, პროგრამით განსაზღვრული სამუშაოებისკენ მიმართული 500 მლნ ლარი 4 წელზე გადანაწილდება. ნათია თურნავას პროგნოზით, ახალი პროგრამა რეგიონებში კერძო ბიზნესის სექტორის გააქტიურებასაც გამოიწვევს. ამასთან, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის სხვადასხვა აქტივობების და პროექტების პაკეტები იქნება შეთავაზებული.


„ზოგადად ჩვენი ყველა დანარჩენი პროგრამა, იქნება ეს „აწარმოე საქართველოში," პრივატიზაცია, სოფლის მეურნეობის პროგრამები, ინტერნეტიზაციის თუ რომელიმე სხვა პროგრამა, ასევე გადაეწყობა რეგიონალურ ჭრილში და ჩვენ კონკრეტული აქტივობების, პროექტების და პროგრამების პაკეტები გვექნება შეთავაზებული თითოეული მუნიციპალიტეტისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ახალი ინიციატივა, თქვენ ძალიან მალე ნახავთ, როგორ გაცოცხლდება სამშენებლო სამუშაოები, კერძო ბიზნესის აქტივობები, რაც ყოველთვის მოყვება სახელმწიფო პროგრამებს. სახელმწიფოს მხრიდან ერთი ლარის ხარჯვა მინიმუმ ათი კერძო ლარის დანახარჯს და ინვესტიციას გამოიწვევს და ეს არის ჩვენი რეგიონების აღორძინების ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მორიგი ტალღა. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა სწორედ რეგიონების განვითარებაზე - ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველა პროექტი, ჩვენი სამინისტრო გაზიფიკაციის პროექტი, ინტერნეტიზაციის პროექტები სწორედ რეგიონალურ ჭრილში იყო გაშლილი და ახლა ამას ასეთი მასშტაბური პროგრამა დაემატება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა