logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
21:56 22.04.2021
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,თბილისის აეროპორტი“ იმყოფებოდნენ და საბაჟო კონტროლის პროცედურებს ადგილზე დაესწრნენ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს COVID-19-ის პანდემიის პირობებში, თუ როგორ ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და შესაბამისი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სატვირთო ნაკადის ზრდის მნიშვნელოვანი პირობა, სწორედ, სწრაფი და მარტივი საბაჟო პროცედურებია.

,,თბილისის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასევე, დაესწრო უახლესი სტაციონარული რენტგენო სკანერით ტვირთის შემოწმების პროცესს.

,,ტვირთების დათვალიერებისას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს მნიშვნელოვნად შევამციროთ საბაჟო კონტროლისთვის აუცილებელი დრო და დავზოგოთ ადამიანურირესურსი. ამასთან, რენტგენო ინსპექტირება მნიშვნელოვნად ამაღლებს რისკის შემცველი ტვირთების იდენტიფიცირების პროცესს“,- განაცხადა ზურაბ სიჭინავამ.
სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კახა ბარამია, კიაზო ახალაია და გაფორმების ეკონომიკური ზონების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა