მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2020 წლის იმავე
პერიოდთან შედარებით 7.3 %-ით გაიზარდა, ხოლო შემოსავალი სატვირთო გადაზიდვებიდან კი 14%-ით.
2021-ში 2020 წელთან შედარებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვა 33%-ით გაიზარდა, მისგან მიღებული შემოსავალი კი 42%-ით.
რაც შეეხება საკონტეინერო გადაზიდვებს, მაჩვენებლები აქაც ზრდადია. 2021 წლის პირველ სამ თვეში წინა წელთან შედარებით საკონტეინერო გადაზიდვებში 3.5%-იანი ზრდა ფიქსირდება, მისგან მიღებულმა შემოსავალმა კი 8%-ით მოიმატა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველი კვარტლის შედეგები ბოლო 6 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.