„კომპანიას, 2021 წელს, ექსპორტის 50%-იანი ზრდა აქვს დაგეგმილი. პროდუქციის ექსპორტი
ხორციელდება ლიეტუვაში, ჩინეთში, იაპონიაში, ჩეხეთსა და ისრაელში“ ,- აცხადებს ჩიკორის გენერალური დირექტორი ანანო ბეჟანიშვილი.
„ჩიკორის“ ჩირი ადგილობრივ ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა და იმავე წელს ექსპორტზე გავიდა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ სამომავლო გეგმებში ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებაა.