logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ლაშა ხუციშვილი ევრობონდების განთავსების გამჭვირვალობაზე: ჩვენი სტრატეგია იყო გამართლებული და სწორი
ლაშა ხუციშვილი ევრობონდების განთავსების გამჭვირვალობაზე: ჩვენი სტრატეგია იყო გამართლებული და სწორი
15:56 16.04.2021
დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ასევე, გამოეხმაურა იმ განცხადებებს, რომელიც ბოლო პერიოდში გაკეთდა ევრობონდების გამოშვების პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს განცხადებები მოკლებული იყო პროფესიონალურ შეფასებებს.

„გასული კვირიდან მოყოლებული ჩვენ ვისმენთ გარკვეულ აჟიოტაჟს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ხარვეზები არსებობდა ამ პროცესში. მოვისმინეთ აბსურდული მოსაზრებები, რომ შესაძლოა, ქვეყანა დეფოლტამდე მივიდეს. ასევე, ის რომ ვერ დავფარეთ, შემდეგ ვერ გამოვუშვით ახალი ობლიგაციები. ჩვენ, სამწუხაროდ, შეზღუდული ვიყავით, მაშინვე ადეკვატური პასუხი გაგვეცა ამ მოსაზრებებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი მოიცავდა გარკვეულ კონფიდენციალურ, პროფესიულ სტანდარტს. ჩვენ არ გვქონდა ინფორმაციის გამჟღავნების უფლება, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროცესი არ დაგვეზიანებინა. საბოლოო ჯამში, გამოჩნდა, რომ ეს იყო სწორი სტრატეგია, იმ შედეგიდან გამომდინარე, რაც დაფიქსირდა გამოშვების დროს. სხვა დროს, ამგვარი ტიპის კომენტარებსა და მოსაზრებებზე, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებთ, რადგან ეს იყო აბსოლუტურად ყოველგვარი პროფესიონალური მოსაზრებისგან დაცლილი, ზოგ შემთხვევაში კი, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გაკეთებული განცხადებები, რაც არსებითად საინტერესო არ არის არც მოსახლეობისთვის, არც პროფესიული წრეებისთვის და საფინანსო სექტორისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, განთავსებისთვის შერჩეული იყო სწორედ ის პერიოდი, როდესაც დაიფარა ევრობონდები.

„მნიშვნელოვანი იყო ახალი გამოშვება არ გამოცხადებულიყო ძველის დაფარვამდე, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდში მოგვიწევდა ორი სესხის გადახდა და გარკვეული პერიოდი მოგვიწევდა საპროცენტო განაკვეთის გაზრდა. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ეს თანხა რეალურად გვქონდა ბიუჯეტის ანგარიშზე, მნიშვნელოვანი იყო ინვესტორებისთვის გვეჩვენებინა, რომ რეფინანსირება გავაკეთეთ არა იმიტომ, რომ თანხის მობილიზება ვერ შევძელით, არამედ იმიტომ, რომ დაფიქსირებულიყო ესეთი ტიპის „Banchmark"-ი და ქვეყანას მიეღო დამატებითი ფინანსური რესურსი. ამ მიმართულებით, გარკვეული მოსაზრებები გამოითქვა 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროსაც და ითქვა, რომ შესაძლებელი იყო სრულად დაფარვა და არ განხორციელებულიყო რეფინანსირება, თუმცა პანდემიიდან და იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც მომდევნო პერიოდში ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს, მიზანშეწონილად ჩაითვალა და ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორად, რომ მომხდარიყო აღნიშნული სესხის რეფინანსირება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა