logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ეკონომიკის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს
ეკონომიკის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს
18:31 08.04.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც საჯარო უწყება, აწარმოებს ღია და გახსნილ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად - ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"სამინისტრო გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობს საჯაროობის პრინციპით და ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას თანამშრომლობს სხვადასხვა ბიზნეს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფებთან.

სამინისტროში შექმნილია რამდენიმე ათეული ასეთი მუდმივმოქმედი თუ დროებითი ჯგუფი, რომლებთან ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენი უწყება ერთ-ერთი ყველაზე გახსნილია დიალოგისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმული ბრალდებები, თითქოს ჩვენ არ ვართ დიალოგის მომხრე, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამავე დროს, აღნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია დიალოგის იმ ფორმატში წარმართვა, როდესაც პროცესის მონაწილე ერთი მხარე საჯარო სივრცეში ავრცელებს მეორის წინააღმდეგ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებიც აპრიორი გამიზნულია ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და „ნამახვანი ჰესის" მშენებლობის ადგილზე ვითარების დაძაბვისკენ.

სხვადასხვა საკითხების პოლიტიკურ ჭრილში და ტემპერატურის ხელოვნურად მომატების ნაცვლად, ცხადია, მივესალმებით ნებისმიერ საგნობრივ დისკუსიას და განსხვავებულ აზრს. სამინისტრო აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დათანხმდნენ დისკუსიის ფორმატს და მხოლოდ ასეთ ფორმატში მოხდეს მათ მიერ დაყენებული საკითხების განხილვა, უნდა შემუშავდეს სადისკუსიო საკითხების კონკრეტული დღის წესრიგი, პროცესში ჩაერთონ კომპეტენტური ექსპერტები და დაინტერესებული მხარეები.

ამავე დროს, სამინისტროსთვის მიუღებელია და დიალოგის ფორმატის უხეშ დარღვევად აღიქმება, კონსულტაციის პროცესში, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან „ნამახვანი ჰესის" საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადაყვანა და პროექტის მშენებლობის გაჩერების ნებისმიერი მცდელობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს სრული და ამომწურავი პასუხი ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებასა და მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ამის ნათელი მაგალითია საჯარო განმარტებები, რომლებიც სამინისტრომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკული მოსაზრებების საპასუხოდ გააკეთა. ამდენად, ჩვენ მზად ვართ ღიად და საჯაროდ ვუპასუხოთ ყველა დასმულ საკითხს, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ როგორც აღნიშნული ენერგეტიკული პროექტის განვითარების პროცედურა, ასევე უშუალოდ კონტრაქტზე მუშაობა განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით და ქვეყნისა და მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

ჩვენი სურვილია, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას სპეკულაციებს როგორც კონკრეტულად „ნამახვანი ჰესის" პროექტთან, ასევე ზოგადად საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გასამყარებლად მიმართულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, იმ სამ ორგანიზაციას, რომლებმაც დღეს ბრიფინგი გამართეს, საქმიან ვითარებაში კონკრეტულ საკითხებზე დიალოგის გასამართად" - ნათქვამია განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა