logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავამ აშშ-ის ელჩთან ენერგოუსაფრთხოების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ნათია თურნავამ აშშ-ის ელჩთან ენერგოუსაფრთხოების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა
21:38 05.04.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ელექტროენერგეტიკის ბაზრის განვითარებასა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ასევე ხაზი გაესვა საკუთარი ენერგორესურსების განვითარების აუცილებლობას, რათა ქვეყანა მზარდი დეფიციტის შემცირებას გაუმკლავდეს.

„საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება. ამ ნაწილში ჩვენ დახმარება აღვიქვა აშშ -ის საელჩომ და USAID -ის მისიამ საქართველოში, რათა ჩვენ მეტი ანალიზი გავაკეთოთ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების განსამტკიცებლად. კერძოდ, USAID-ი მხარს დაუჭერს ახალ პროგრამას, რომელიც შეეხება უფრო მეტ ჩართულობას საზოგადოების ენერგოუსაფრთხოების შესახებ დიალოგში. ასევე მხარს დაუჭერს ჩვენს სამთავრობო გეგმებს - განვავითაროთ ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროები, ქვეყნის ენერგეტიკის მეტი დივერსიფიცირება მოვახდინოთ და განვამტკიცოთ საქართველოს ენერგეტიკული და ეკონომიკური დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს დამოკიდებულია მრავალფეროვანი და კარგად განვითარებული ენერგეტიკული ბაზრის არსებობაზე.

„ვფიქრობ, საჭიროა დიალოგი თემებთან, რომელთა მხარეშიც სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტები ხორციელდება. სწორედ ეს არის USAID-ის მნიშვნელოვანი ახალი პროგრამების ერთ-ერთი აუცილებელი საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკულ მომავალს და რომელიც მომდევნო თვიდან დაიწყება. პროგრამის იდეაა, დავრწმუნდეთ, რამდენად გაიაზრებს საზოგადოება, სასიცოცხლოდ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და დივერსიფიკაცია. ასევე დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოებას კარგად ესმის საკითხი, ჩართულია და მონაწილეობს ამ პროცესში. დღევანდელი შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო როგორც ჩემთვის, ასევე ეკონომიკის მინისტრისთვის, რომ განგვეხილა ზოგიერთი პროექტი და ინიციატივა, რომელთა განხორციელებას გეგმავს საქართველო. ასევე გვესაუბრა იმ გზებზე, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს შეერთებული შტატები საქართველოს ამ მნიშვნელოვანი სექტორის განვითარებაში", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კელი დეგნანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა