საუბარი გვქონდა მაკროეკონომიკური ხასიათის საკითხებზე, იყო დაახლოებით 10 პუნქტი; ამ
10 პუნქტის ქვეშ წარმოვადგინეთ მთელი ბიზნესის ხედვა, თუ რას ვფიქრობთ თითოეულ პუნქტზე და კიდევ ერთხელ, როგორც ყოველთვის შევეცადეთ ვყოფილიყავით ობიექტურები, პროფესიულები და აკადემიურები, - ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხად.
მისი თქმით, ეკონომიკა არის კრიზისში და აუცილებელია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
„ჩვენ ამ თემებზე ღიად ვსაუბრობთ და ყოველთვის ვისაუბრებთ ღიად. პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ მიხედავს თითოეულ საკითხს და გვექნება ერთობლივი შეხვედრები.
დღევანდელი შეხვედრა იყო პირველი შეხვედრა და რასაკვირველია ამით არ უნდა დამთავრდეს.
ძლიერ ეკონომიკას ქმნის ბიზნესი და ძლიერი ეკონომიკა არის მთავარი საწინდარი ქვეყნის წარმატების. ყველა თემას ვერ შევეხებოდით დღეს, მაგრამ ის თემები, რომლის გადაწყვეტაც უახლოეს პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ თემებზე გვქონდა საუბარი", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.