logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ქართული ღვინის აშშ-ში ექსპორტის ზრდის საკითხებზე ფორუმი გაიმართა
ქართული ღვინის აშშ-ში ექსპორტის ზრდის საკითხებზე ფორუმი გაიმართა
13:36 31.03.2021
ქართული ღვინის ამერიკაში ექსპორტის ზრდის ტენდენციები და მომავალი ათწლეულის პერსპექტივები ონლაინ ფორუმზე განიხილეს. ფორუმში, რომელიც ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინიციატივით გაიმართა, მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ მიიღო.

ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტმა, მამუკა წერეთელმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2020 წელს, პანდემიის პირობებშიც კი, ქართული ღვინის რეალიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ღვინის კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობის შედეგია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის კულტურის, ისტორიისა და დარგის არსებული მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.

„ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია. ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ( AAWE) მონაცემებით, 2020 წელს, აშშ-ში ღვინის იმპორტის საერთო მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, 9,4%-ით შემცირდა. ამ პირობებშიც კი, იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება, 2020 წელს, 21,4%-ით გაიზარდა და 3.93 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება. ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე, ბოლო 6 წელი, სტაბილურად მზარდია. 2020 წელს, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის ექსპორტმა 1 მლნ ბოთლს მიაღწია", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის სამომავლო სტრატეგიაზეც ისაუბრა. პანდემიის მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას აშშ-ში დისტანციურ ფორმატებსა და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის გამოყენებით გააგრძელებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ონლაინ გაყიდვების ხელმისაწვდომობაზე, სოციალურ და მედია აქტივობებზე, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების მხარდაჭერაზე; ამ კუთხით, უპირატესობა მიენიჭება წითელ ღვინოებს, რადგან ამერიკაში, ისევე როგორც სხვა ბაზრებზე, ექსპორტის დიდი წილი სწორედ წითელ ღვინოებზე მოდის; ცალკე სეგმენტად გამოიყოფა ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა