logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავამ USAID - ის მისიის დირექტორ პიტერ ვიბლერთან საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
ნათია თურნავამ USAID - ის მისიის დირექტორ პიტერ ვიბლერთან საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
11:36 31.03.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს პიტერ ვიბლერს შეხვდა.

შეხვედრაზე პრიორიტეტული მიმართულებები იქნა განხილული, რომლებიც საქართველოში აღნიშნული ორგანიზაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

განსაკუთრებული აქცენტი ენერგეტიკის სფეროზე გაკეთდა, აღნიშნულ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ელექტროენერგეტიკის ბაზარზე შექმნილ ვითარებასა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ენერგეტიკული უსაფრთხოება. ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, ევროატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის მხრიდან. ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი ჩვენი პოლიტიკის განუყოფელი პრიორიტეტია. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ენერგეტიკული რესურსები, რაც მას დაეხმარება როგორც ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში, ასევე ქვეყანა გახდება უფრო მეტად ენერგოდამოუკიდებელი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აშშ - სა და ევროკავშირის ინტერესშია, რათა საქართველო ენერგეტიკულად ძლიერი ქვეყანა იყოს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

USAID - ის მისიის დირექტორის პიტერ ვიბლერის განცხადებით, ნათია თურნავასთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა იმ საკითხებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისა და მისი ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის.

„USAID - ი საქართველოს და მისი ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარების ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია. ენერგოუსაფრთხოება გულისხმობს საქართველოს ბუნებრივ, განახლებადი ენერგიის წყაროებს. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ და როგორ უნდა განახორციელოს ინვესტიციები თავისი ენერგეტიკული მომავლის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, და ეს გულისხმობს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას, მათ შორის ჰიდროენერგეტიკული, თერმული ენერგიის, მზის ენერგიისა და ქარის ენერგიას," - განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა