logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ფოთის საზღვაო სასწავლებლის სტუდენტები სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას ფოთის ნავსადგურში გაივლიან
ფოთის საზღვაო სასწავლებლის სტუდენტები სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას ფოთის ნავსადგურში გაივლიან
11:01 31.03.2021
დღეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალს - ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრსა და „ეიპიემ ტერმინალს ფოთი" - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.

მემორანდუმის ფარგლებში, ფოთის ნავსადგური საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების (პორტის ლოჯისტიკა, გემის საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია, გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია და სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის ოპერირება) პროფესიულ სტუდენტთა გარკვეულ რაოდენობას სასწავლო-საწარმოო პრაქტიკით უზრუნველყოფს.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის" გენერალურმა დირექტორმა, კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვნად თვლის კომპანია მდგრადი განვითარების მისაღწევად ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელშეწყობას.

„მთავრობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ეფექტური თანამშრომლობით, სანავსადგურე ქალაქში შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების თანმხვედრი პროფესიული განათლების შესაძლებლობების უზრუნველყოფა და შედეგად, ადგილობრივი სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მომავალზე ორიენტირებულ მიდგომად გვესახება და თანმიმდევრულად ვმუშაობთ აღნიშნულის ხელშესაწყობად. ყოველივე ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სოციალური ფუნქციონირების გამოცოცხლების კუთხით," - განაცხადა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით, „ინდუსტრია ვერ განვითარდება პროფესიონალების გარეშე და ფოთის საზღვაო სასწავლებლის ძირითადი ამოცანაც სწორედ ეს არის, ხელი შეუწყოს საზღვაო ბიზნესებს მოთხოვნადი სპეციალისტების, კვალიფიციური ადგილობრივი კადრების მომზადებით. მოხარული ვართ, რომ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან. „ეიპიემ ტერმინალს ფოთი" - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური"-ს მხარდაჭერით, დღეს გავხსენით თანამედროვე სიმულატორით აღჭურვილი უმნიშვნელოვანესი ლაბორატორია, რომელიც ქართული პორტების საჭიროებებს არა მარტო მიმდინარე ეტაპზე დაფარავს, არამედ შესაძლებლობას მოგვცემს მოვამზადოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სპეციალისტები ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ექსპლუატაციისათვის".

ფოთის საზღვაო სასწავლებელი პროფესიული სასწავლო პროგრამების აკრედიტაციისათვის ემზადება, პირველ აპრილს კი - უსაფრთხოების საბაზისო წვრთნის მოკლევადიანი გადამზადების კურსებზე პირველ ნაკადს მიიღებს.

უახლოეს მომავალში ფოთის პორტში დასაქმებული პირებისა და მეთევზე-მეზღვაურთა გადამზადებაც იგეგმება, რათა მათ შეძლონ ახალ გემებზე მუშაობა.

ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი ლაბორატორიები მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების შესაძებლობას იძლევა, რაც საზღვაო ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებით შექმნილ ახალი სამუშაო ადგილებზე ადგილობრივი კადრების დასაქმებას უწყობს ხელს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი, ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის" ოპერაციების დირექტორი მეთიუ რანტანენი, ფინანსური დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილე ჯულიან ფერნანდესი და ადამიანური რესურსების და კომუნიკაციების დირექტორი ლელა კვანტალიანი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა