ფოთში, სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალში - ფოთის საზღვაო
საწვრთნელ ცენტრში დღეს ოფიციალურად გაიხსნება ამწისა და ტექნიკის სიმულატორის ლაბორატორია, რომ ელიც სასწავლებელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთი" - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა" გადასცა.
სიმულატორი გამოიყენება 6 ტიპის სანავსადგურე და სამშენებლო ტექნიკის ოპერირების საკლასო სწავლებისათვის, როგორებიცაა: სანავსადგურე მობილური ამწე (MHC), გემი-ნავმისადგომი ტიპის ამწე (STS), პნევმოთვლიანი ჯოჯგინა ამწე (RTG), საკონტეინერო ავტომტვირთველი, ჩანგლიანი ავტომტვირთველი და ექსკავატორი. მითითებული თანამედროვე ტექნიკის ტიპებიდან ორი - STS და RTG ამჟამად არ გამოიყენება ქართულ ბაზარზე, თუმცა, მათი მართვის შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდება ფოთის ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურში წარმოქმნილი საჭიროებებიდან გამომდინარე.
ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი, 2020 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა. თანამედროვე, ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლებელი 1000 სტუდენტზეა გათვლილი. ცენტრში თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი 10 ლაბორატორია მოეწყო. საზღვაო სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და სანავსადგურე პროფესიების განვითარებაზეა ორიენტირებული.
"ფოთის საზღვაო ნავსადგურსა" და ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრს შორის დღესვე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.