დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით
სონღულაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს გიორგი პერტაიას შეხვდა.
შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
მხარეებმა ასევე, განიხილეს კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები.
გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, რაზეც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს და სავაჭრო-სამრეწველო პალატას მომავალში აქტიური კომუნიკაცია ექნებათ.
მხარეებმა მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოხატეს.