logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
აგრარულ საკითხთა კომიტეტში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
აგრარულ საკითხთა კომიტეტში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
21:50 26.03.2021
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ამ დარგის მიღწევებსა და პრობლემებზე იმსჯელეს.

ნინო წილოსანის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ერთი მხრივ, მეწარმეებს მათი მოქმედების სფეროში არსებულ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნონ, მეორე მხრივ კი, მრეწველებისგან მიიღონ ინფორმაცია დარგში არსებულ შესაძლო პრობლემებზე, როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე აღსრულების ნაწილში. მისივე თქმით, კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის გააქტიურება შესაძლებლობას იძლევა კიდევ უფრო აქტიურად დაეხმარონ მეწარმეებს.

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ კომპანიების წარმომადგენლებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში შესატანი იმ ცვლილებების პროექტი გააცნო, რომლებიც უშუალოდ მათი წარმოების სფეროს ეხება. თავის მხრივ, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს, რომელთა გათვალისწინებამ მათივე აზრით, ხელი უნდა შეუწყოს მეწარმეთა წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტას. ბოლო დროს პრობლემათა შორის განსაკუთრებით აქტუალური გახდა მეზობელი ქვეყნების ბაზრის გაჯერება ფალსიფიცირებული ე. წ. ქართული ღვინით, რომელიც მეზობელ ქვეყნებშია წარმოებული, ხოლო მისი რეალიზაცია ხდება როგორც ქართულის, ქართული წარწერით. ეს კი მნიშვნელოვანწილად ხელს უშლის ქართველ მეღვინეებს და ამ პრობლემის მოგვარება მათი აზრით, მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ალკოჰოლური სასმელების წარმოებას მნიშვნელოვანი წილი უკავია ქვეყნის ეკონომიკაში, განსაკუთრებით ექსპორტში და კომიტეტი ყოველთვის მზადაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაეხმაროს ადგილობრივ მეწარმეებს.

„ყველა იმ თემას, რომელიც მათთვის საინტერსო და მნიშვნელოვანი იყო, შევისწავლით და კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ პრობლემების მოგვარების მიზნით, მათ შორის, ქართული ღვინის ფალსიფიკაციისგან დასაცავად რუსეთსა და უკრაინაში. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა შესაძლო მექანიზმს. სამწუხაროდ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ამ საკითხს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ართულებს, თუმცა რეალური შესაძლებლობა გვაქვს უკრაინასთან მიმართებაში ქართული ღვინის უნიკალურობა დავიცვათ, რათა იქ ქართული ღვინის ფალსიფიცირებას მოეღოს ბოლო", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო წილოსანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა