logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: პანდემიის მიუხედავად ბათუმის აეროპორტი გაფართოვდა და წელიწადში 1,2 მილიონ ტურისტს მოემსახურება
ნათია თურნავა: პანდემიის მიუხედავად ბათუმის აეროპორტი გაფართოვდა და წელიწადში 1,2 მილიონ ტურისტს მოემსახურება
23:07 25.03.2021
პანდემიის მიუხედავად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 17 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განახლებული ბათუმის აეროპორტის გახსნა ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც მკაცრი პროტოკოლების შესრულებისა და ვაქცინაციის ფონზე ეტაპობრივად შემსუბუქდა რეგულაციები.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც პანდემიის მიუხედავად 17 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რის შედეგაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი გაფართოვდა, გამტარუნარიანობა გაორმაგდა და 1 200 000 ტურისტს მოემსახურება წელიწადში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქით, აეროპორტმა უკვე მიიღო პირველი ტურისტები ისრაელიდან. მთლიანობაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 30-მდე სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანია დაფრინავს და იფრენს მომავალში.

„მნიშვნელოვანია, რომ თავად ინვესტორებს სჯერათ, რომ ძალიან მალე ქვეყანა დაძლევს პანდემიას, აღდგება ტურიზმი, რომელიც ჩვენი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი საფუძვლიანი რწმენა, არამედ ინვესტორების რწმენა. სწორედ ამის დასტურია ეს შესანიშნავი პროექტი, რომელიც პანდემიის მიუხედავად, მოკლე დროში განხორციელდა და განახლებული ძალიან ლამაზი თანამედროვე შენობით უკვე უმასპინძლებს ტურისტებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ განაპირობა, რომელმაც 2019 წელს 600 000-ს გადააჭარბა. მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა.

პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა როგორც ჩამოფრენის, ისე გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 კვ.მ-დან 8000 კვ.მ-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, სადაც დაინერგა ავტომატური კონვეიერული სისტემა და დამონტაჟდა დამატებით 1 ბარგის კარუსელი. სარეგისტრაციო დახლები 8-დან 14 მდე, საზღვრის დაცვის ჯიხურები ჩამოფრენაში 6-დან 12-მდე, გაფრენაში კი, 6-დან 8-მდე გაიზარდა. გაფრენის ზონაში დაემატა ავტობუსის 2 გასასვლელი, ჯამში მგზავრები ავტობუსის 6 გასასვლელით ისარგებლებენ.

ასევე გაფართოვდა „დუტი ფრის" ზონა, „ბიზნესლაუნჯი" და აეროპორტის მანქანების სადგომი. აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი კვების ობიექტები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა