logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: "ტექნოლოგიების ტრანსფერის პროექტით" მიზნად ვისახავთ ჩვენი სამეცნიერო პოტენციალი ქართული ეკონომიკის, ეროვნული წარმოების სამსახურში ჩავაყენოთ და რა თქმა უნდა, ექსპორტზეც გავიტანოთ
ნათია თურნავა: "ტექნოლოგიების ტრანსფერის პროექტით" მიზნად ვისახავთ ჩვენი სამეცნიერო პოტენციალი ქართული ეკონომიკის, ეროვნული წარმოების სამსახურში ჩავაყენოთ და რა თქმა უნდა, ექსპორტზეც გავიტანოთ
13:48 25.03.2021
„ტექნოლოგიების ტრანსფერის პროექტით გვსურს, რომ ჩვენს სამეცნიერო სფეროში, სამეცნიერო ინსტიტუტებში დაგროვილი იდეები, გამოგონებები, ახალი ტექნოლოგიები, ძალიან საინტერესო და პერსპექტიული მოსაზრებები რეალურ კომერციულ პროდუქტად ვაქციოთ და სამეცნიერო გამოგონებების კომერციალიზაცია მოვახდინოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამაში შერჩეული პროექტების ავტორ-მეცნიერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


მინისტრის თქმით, ტექნოლოგიების ტრანსფერის პროექტი ორი რამით არის მნიშვნელოვანი - ერთი, რომ მოხდეს ჩვენს მეცნიერებაში წლების განმავლობაში დაგროვილი მთელი ინტელექტუალური პოტენციალის წამოწევა და მეორე - მოხდეს ადგილობრივი წარმოებისა და ადგილზე გამოყენების ხელშეწყობა.


„ძალიან საინტერესო და საჭირო პროექტი წამოვიწყეთ, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო და ჩვენს სისტემაში შემავალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი საინტერესო იდეა, რომელიც მონაწილეობს ამ პროექტში და იმედი მაქვს სულ მალე იქცევა კონკრეტულ წარმოებებად, კონკრეტულ პროდუქტებად. ეს შეეხება ბიოტექნოლოგიებს, საკვებ ინდუსტრიაში, ფარმაცევტიკაში ახალ ქართულ გამოგონებებს, მეტალურგიას, წიაღისეულის გამოყენებას და გადამუშავებას. საბოლოო ჯამში მიზანია, რომ ჩვენი სამეცნიერო პოტენციალი ჩავაყენოთ ქართული ეკონომიკის , ქართული ეროვნული წარმოების სამსახურში და რა თქმა უნდა, ექსპორტზეც გავიტანოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამაში შერჩეული პროექტების ავტორ-მეცნიერებს შეხვდა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მინისტრს თავიანთი პროექტები გააცნეს.


ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა (TTPP) 2019 წლის აპრილში დაიწყო და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომელიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. პროექტს ახორციელებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით. პროგრამის ხანგრძლივობა სამი წელია.


ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ნათია თურნავასთან ერთად ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა