კომპანია „რომპეტროლ საქართველომ“ ახალი სარეკლამო კონცეფციის მთავარი გმირები - ლამაზმანი დიასახლისები მომხმარებელს ავტოგასამართ სადგურებზე წარუდგინა.
სპეციალური პრომოაქციის ფარგლებში, მთელი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებელს დიასახლისი გოგონები პირადად ემსახურებიან და სიმბოლურ საჩუქარსაც გადასცემენ.
კომპანიის ინფორმაციით, ყველა მომხმარებელი, რომელიც 20 ლიტრ ან მეტ „ეფიქს პრემიუმს“ შეიძენს, დიასახლისებისგან საჩუქარს მიიღებს.
ლამაზმანი დიასახლისები დღეს მძღოლებს ბაგებში მდებარე ავტოგასამართ სადგურზე მოემსახურებიან. აქცია 17 სექტემბრიდან მიმდინარეობს და უკვე 4 ბენზინგასამართ სადგურზე განხორციელდა. დღეს აქცია ბაგებში გადაინაცვლებს.
„გვსურდა სარეკლამო კონცეფცია მომხმარებელთან უფრო ახლოს მიგვეტანა, რომელიც კომპანიის სათაო ოფისმა მომხმარებელს მთელ მსოფლიოში შესთავაზა. მშვენიერი დიასახლისები მომხმარებელს დღეს ბაგებში მდებარე სადგურზე ელიან. ვიმედოვნებთ, რომ მომხმარებელმა აქციისგან დადებითი ემოცია მიიღო“ - აცხადებს „რომპერტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ნურკენ მურზაგალიევი.
მსგავსი აქცია გასულ კვირას ბათუმშიც გაიმართა.

















