logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებით ვაგრძელებთ კომუნიკაციას და დისკუსიას ჩამოყალიბებული გეგმის ფარგლებში
ნათია თურნავა: „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებით ვაგრძელებთ კომუნიკაციას და დისკუსიას ჩამოყალიბებული გეგმის ფარგლებში
18:10 18.03.2021
„აშკარაა, რომ ჰესების მშენებლობის საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, რადგან თითოეულ, ცალკეულ შეთხვევაში - არამარტო მსხვილი, არამედ მცირე ჰესების შემთხვევაშიც ჩვენ გვხვდება პრობლემები, გნებავთ გარემოსდაცვითი კუთხით, გნებავთ მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით, რომლებიც სისტემურად უნდა გადაიჭრას" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებამ სერიოზულად გაუსწრო ჩვენი, ადგილობრივი ენერგორესურსის განვითარებას, ეს არის დიდი პრობლემა და მათ შორის სხვაობა სწრაფად უნდა აღმოიფხვრას. მინისტრის თქმით, ამისთვის ერთ-ერთი მიმართულებაა მსხვილი ჰესების განვითარება, ამ თვალსაზრისით „ნამახვანი ჰესი" ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტია. ამასთან, მისი ინფორმაციით, ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე ძალიან დიდი მსჯელობა დაეთმო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას: „თუკი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ წყალქვეშა კაბელი უნდა აშენდეს სწორედ იმიტომ, რომ ჩვენგან მწვანე ჰიდროენერგია მიეწოდოს ევროკავშირს, ეს არის ერთ-ერთი ამოცანა და აზრი, რაც ამ პროექტის მიღმა დევს".

მინისტის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ძალიან კონკრეტული გეგმით წარსდგა, მათ შორის ქუთაისში, საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას, რომელიც მოიცავს. პირველ რიგში, ეკოლოგიასთან დაკავშირებული ყველა საკითხის, წუხილის აღმოფხვრას და ამ თვალსაზრისით პროექტის სრულყოფას და ნდობის გაჩენას.

„ამისთვის ჩვენ ვთქვით, რომ ამ ეტაპზე კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება, რაზეც ინვესტორთან შევთანხმდით და ყველა დაინტერესებული ექსპერტი მიიღებს მონაწილოებას ძირითადი კვლევების გადამოწმება-ვალიდაციაში, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ ეს კვლევები ხარისხიანად არის ჩატარებული და თუ რამეა დასამატებელი, ამისთვის დრო გვაქვს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ მშენებლობის ზედამხედველობის საბჭო უნდა შეიქმნას, სადაც ქართველი ექსპერტები, ნდობით აღჭურვილი პირები ჩაერთვებიან და თვითონ მშენებლობის პროცესს მიადევნებენ თვალ-ყურს. იმისთვის, რომ არამარტო მთლიანად ეკონომიკას და ენერგეტიკას, არამედ კონკრეტულად რიონის ხეობას მეტი სიკეთე მოუტანოს, შეიქმნება შესაბამისი, რიონის ხეობის განვითარების ფონდი 5 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს დააფინანსებს ამ ხეობაში და თავად პროექტები და ამ ფონდის მართვა უნდა წამოვიდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ და ვაგრძელებთ კომუნიკაციას და დისკუსიას სწორედ ამ ჩამოყალიბებული გეგმის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მიუღებელია რადიკალური მოწოდებები იმაზე, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს - ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით. ამ ოთხი პუნქტის შიგნით ვმუშაობთ და დავიწყებთ კვლევების გადამოწმებას" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა