logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით ქართველ მეცნიერებს მათი გამოგონებების კომერციალიზაციაში დავეხმარებით
ნათია თურნავა: ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით ქართველ მეცნიერებს მათი გამოგონებების კომერციალიზაციაში დავეხმარებით
14:51 18.03.2021
„მთავრობის სხდომაზე დავამტკიცეთ დადგენილება ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ, რომელიც შეეხება სამეცნიერო გამოკვლევებსა და გამოგონებებს, რაც ჩვენს ქართველ მეცნიერებს აქვთ დამუშავებული სხვადასხვა ქართულ სამეცნიერო ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში. ჩვენ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით, დავეხმარებით მათ ამ გამოგონებების კომერციალიზაციაში. ეს არის ძალიან კარგი ხიდი მეცნიერებასა და ბიზნესს შორის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.


წარმოდგენილი დადგენილებით განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესი. მისი მიზანია, უზრუნველყოს საქართველოში არსებული სამეცნიერო მიღწევების ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრალიზებული შესაძლებლობა, რომელიც თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი ყველა მეცნიერისთვის, განურჩველად იმისა, რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მიეკუთვნება მეცნიერი, თუ დამოუკიდებელად საქმიანობს.


მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაეხმარება ქართველ მეცნიერებს, იპოვონ დაინტერესებული ინვესტორები თავისი გამოგონებებისთვის და ამით ჩადგნენ ეროვნული და გლობალური ეკონომიკის სამსახურში.


აღსანიშნავია, რომ სააგენტომ მოიპოვა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, რომლითაც განხორციელდება ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროექტი, მასში ჩართულნი არიან მსოფლიო ბანკის ექსპერტები, რომლებიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, შეაფასებენ კომერციალიზირებად პროექტებს და შეიმუშავებენ კომერციალიზაციის გეგმებს.


ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე, საპილოტე პროექტის ფარგლებში შერჩეულია 9 სხვადასხვა აქტუალური ტექნოლოგია, რომლებიც შემუშავდა მეტალურგიის, არაორგანული ქიმიისა და გეოფიზიკის ინსტიტუტებში, საქართველოს სამედიცინო და აგრარულ უნივერსიტეტებსა და სხვა სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებში.


„ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით მეცნიერებს, რომ მათმა გამოკვლევებმა მიიღონ ბაზარზე აღიარება და იპოვონ დაინტერესებული ინვესტორი," - განაცხადა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა